მამუკა ხაზარაძე - ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება!

ჩვენ მოგვპარეს ხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მომავალს მისცეს,- ასე მიმართა რუსთაველზე მყოფ მომიტინგეებს "ლელოს" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან.

მამუკა ხაზარაძის წერილი მიტინგზე, მისმა თანაპარტიელმა და "ლელოს" ერთ- ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ წაიკითხა. ხაზარაძის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქართველ ხალხს დემოკრატიული არჩევნები წაართვა.

"მეგობრებო, ბოდიშს გიხდით, რომ ახლა ფიზიკურად არ ვარ თქვენთან, თუმცა ვარ თითოეულ ადამიანთან, ვინც ახლა რუსთაველზე დგას და ვინც ტელევიზიის საშუალებით აკვირდება პროცესს და თითოეული აქ შეკრებილი მოქალაქის სამართლიან მოთხოვნას! ქართველ ხალხს გუშინდელი არჩევნებით წაართვეს ყველაზე მთავარი - თავისუფალი არჩევანის უფლება! ჩვენ მოგვპარეს ხმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოს მომავალს მისცეს. ჩვენ, "ლელო" ამ არჩევნებს ვაცხადებთ არალეგიტიმურად! მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ, ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ მართლები ვართ," - განაცხადა ხაზარაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს