პროგრამა „ბალანსი“ განსხვავებული ბიზნეს სექტორისთვის

პროგრამა „ბალანსი“ არის თანამედროვე სააღრიცხვო სისტემა ბუღალტრებისა და მენეჯერებისთვის, რომელიც 5 წელია რაც ბაზარზეა, ბალანსი საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს საავტორო პროდუქტია - 1C პლატფორმაზე შექმნილი პირველი ქართული საბუღალტრო პროგრამა ქლაუდზე.
ბალანსი არის მინი ERP-ის ტიპის სისტემა, რომელშიც ერთ სივრცეშია გაერთიანებული ბუღალტერია, ფინანსები და ბიზნესის ყოველდღიური საოპერაციო აღრიცხვა.
დღეისათვის ბალანსს უკვე 800-ზე მეტი სხვადასხვა სფეროსა და მასშტაბის კომპანია იყენებს: მცირე და საშუალო წარმოება, საბითუმო, საცალო და ქსელური ვაჭრობა, მშენებლობა და მომსახურების სექტორი.
კომპანია „ზოდმა“ ბალანსი 3 წლის წინ დანერგა. „ზოდი“ საქართველოში სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი რეალიზატორია. კომპანიის 6 ჰიპერმარკეტი და ქართული ქვის საწარმო ბალანსით აღირიცხება და იმართება.
ჯაბა ფუტკარაძე - კომპანია „ზოდის“ დირექტორი:
„ბალანსი ჩვენი ავტომატიზაციის სისტემაა, ის დანერგილია ჩვენს სავაჭრო დარბაზებში, ასევე ბექ ოფისში და აერთიანებს სასაწყობო მარაგებს, წარმოებას, ფინანსებს და ბუღალტერიას. ბალანსი შესაძლებლობას გვაძლევს, რომ აღრიცხვიანობა ვაწარმოოთ ცალკეული დეპარტამენტების და ობიექტების მიხედვით და შესაბამისად გავმიჯნოთ ეს ინფორმაცია ფინანსური ანალიზის დროს.
ასევე, პროგრამას აქვს ძალიან მოქნილი შეკვეთების სისტემა: ყოველდღიურ საქმიანობაში ხშირად გვჭირდება, რომ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ შეკვეთის მიხედვით ხდებოდეს თანხის გადახდა, რეალიზება, პროდუქციის მიწოდება და საწყობიდან ჩამოწერა. პროგრამა ამის შესაძლებლობას გვაძლევს“
თუ თქვენი კომპანია საქმიანობს ვაჭრობის სფეროში და გჭირდებათ მაღაზიის პროგრამა და საწყობის პროგრამა, ასევე საბუღალტრო პროგრამა და მენეჯერული რეპორტინგის სისტემა, მაშინ „ბალანსი“ აუცილებლად უნდა ნახოთ.
„4Hospitals“ - სამედიცინო პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მომწოდებელი, უკვე 3 წელია იყენებს ბალანსს ბუღალტერიის, ფინანსების, შეკვეთების, გაყიდვებისა და მარაგებისა აღრიცხვისთვის.
ნინო გამყრელიძე - 4Hospitals-ის დირექტორი:

„ბალანში გვაქვს ბუღალტერია, ვაფიქსირებთ შეკვეთებს, ვმართავთ გაყიდვებს და აღვრიცხავთ საწყობის ნაშთებს. ჩვენი თანამშრომლები შეკვეთებს იღებენ პროგრამა ბალანსში, ოფისს გარეთ, პლანშეტებით, ეს შეკვეთები საწყობში დასტურდება, ავტომატურად ებმება გაყიდვები და ეს ყველაფერი აისახება რეპორტებში.
ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის, ყოველდღიურ რეჟიმში მნიშვნელოვანია ამ სისტემის და შესაბამისი რეპორტების ხელმისაწვდომობა. რადგან, მაქვს შესაძლებლობა თვალი ვადევნო განახლებულ ინფორმაციას კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე და შემოსავლებზე“
ბალანსის უპირატესობა ერთიანი სისტემაა. სწორედ ეს სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ლაივ რეჟიმში. მაგალითად, წარმოებაში გახარჯულ მასალებზე ინფორმაცია მაშინვე ისახება საწყობში - ჩამოიწერება ნაწარმოები პროდუქტის რეცეპტით გაწერილი მასალები, მარაგში კი ემატება წარმოებული საბოლოო პროდუქტი, პარალელურად ეს ინფორმაცია ჩანს ბუღალტერიაში.
კომპანია „ზარაფხანა“ უკვე 3 წელია წარმოების პროცესსა და ბუღალტერიას ბალანსში აღრიცხავს.
ნატო ავქოფაშვილი - „ზარაფხანას“ მთავარი ბუღალტერი:
„ჩვენი წარმოება საკმაოდ რთულია, თუმცა ბალანსი ზუსტად არის მორგებულია ჩვენს პროცესს და გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ზუსტად აღვრიცხოთ წარმოებაში გამოყენებული ნედლეული და ძვირფასი ქვები. ამასთან, პროგრამა ძალიან მოხერხებულია საცალო გაყიდვების პროცესში და ამიტომ ვიყენებთ ჩვენს ბრენდირებულ მაღაზიებშიც საცალო რეალიზაციისთვის.
ბალანსის გამოყენებამ შეგვიმცირა დროის დანაკარგი. მნიშვნელოვნად გვეხმარება ზუსტად აღვრიცხოთ წარმოების ყველა ეტაპი, წარმოებაში გამოყენებული მასალა, დანაკარგები და ზუსტად მივყვეთ წარმოების პროცესს.“
ბალანსში მაქსიმალურად ავტომატიზებულია ბუღალტერია: პროგრამაში მუშაობისას ფაქტობრივად არ არის საჭირო RS.GE-ს გახსნა, ყოველდღიურ დოკუმენტაციას პროგრამა ავტომატურად ცვლის პორტალთან, ასახული ინფორმაციის საფუძველზე კი პერიოდის ჭრილში ასევე ავტომატურად გენერირდება დეკლარირებისთვის საჭირო ანგარიშგებები.
ნატო ავქოფაშვილი - „ზარაფხანას“ მთავარი ბუღალტერი:
„ბალანსი გვეხმარება შემოსავლების სამსახურთან ადმინისტრირების საკითხის ნაწილში, კერძოდ ეს ეხება დეკლარაციების მომზადებას.
ამასთან, გვაქვს საშუალება, ამოვიღოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მენეჯერული რეპორტები და ზუსტად მივადევნოთ თვალი ჩვენი წარმოებისა და გაყიდვების პროცესს, უწყვეტად“
ფინანსურ ანგარიშგებებთან ერთად, ბალანს აქვს სრულყოფილი მენეჯერული რეპორტები. ეს მენეჯერებსა და მფლობელებს საშუალებას აძლევს ყოველდღიურად აკონტროლონ პროცესები და დროულად მიიღონ სტრატეგიული გადაწყვეტილებები.
ყველაფერთან ერთად, ბალანსი არის პირველი ქლაუდ ტექნოლოგიაზე შექმნილი პროგრამა საქართველოში. ანუ, ონლაინ საბუღალტრო პროგრამა, რომელშიც ბუღალტერიის წარმოება თუ რეპორტების მიღება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია.
მეტი ინფორმაცია პროგრამაზე და ბალანსის უფასო 1C დემო ვერსია შეგიძლიათ ნახოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ბალანსის გუნდის საკონტაქტო ტელეფონია: 591 766 766
(R)
























