დავით ბერძენიშვილი - მე არ ვარ განწყობილი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოხერხდება

არ ვამბობ, რომ პარლამენტში შეუსვლელობა არის კოშმარი ან პარლამენტში შესვლა არის კოშმარი, ან რომ საერთოდ რომელიმე არის გადარჩენა. საქართველო არ გაბრწყინდება არც შესვლით და არც შეუსვლელობით, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ბრძოლის რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ეს გზები ერთმანეთთან თანხვედრაში უნდა მოდიოდეს.

„მე პოლიტიკურ პლურალიზმს ვგულშემატკივრობ, ამიტომ ვამბობ, რომ თუ ვინმეს გაქვთ იმის თქმის ილუზია, რომ არ შევდივართ პარლამენტში, შესაბამისად, მეორე ტურში არ მივიღებთ მონაწილეობას და ამასთანავე, სამართლებრივი გზებით იბრძოლებთ და თუ რამე გამოგივათ ეს კარგი იქნება - ეს ნამდვილად ილუზიაა ან ეს არის წინასწარ გაცხადებული არაგულწრფელი ამბები. ან ერთი ან მეორე! მე არ ვამბობ, რომ ერთი გზა არის პრიორიტეტული და მეორეს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ პარლამენტის შესვლაზე გადის გზა, მაშინ ორივე გზა უნდა იყოს ერთმანეთთან სამართლებრივი და პოლიტიკური, საინფორმაციო უზრუნველყოფით. მაგრამ თუ პარლამენტში შესვლაზე არ გადის გზა, თუ წამყვანი ოპოზიციური ძალა იტყვის, რომ არ შედის პარლამენტში და ისინი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ არიან, მაგალითად, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და შალვა შავგულიძე იტყვიან, რომ აგრძელებენ ბრძოლას მეორე ტურში, ბუნებრივია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის მობილიზება ამ სამი ოლქისთვის არ იქნება და მოტივაცია არ ექნება ხალხს,“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე განმარტებით, დიდი ალბათობით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ მოხერხდება და ამ პირობებში იმის თქმა, რომ „თუ ყველაფერს ვერ ვიგებ, არაფერი მინდა, სწორი არ არის“.

„ვადამდელ არჩევნებს, თუ გამოვიდა, ხომ კარგი, მაგრამ დიდი იმედი ამის არ გვაქვს და სინამდვილეში ვიწყებთ მზადებას თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შეიძლება ვამბობთ ვადამდელ არჩევნებს და ვემზადებით თვითმმართველობისთვის, პირველად ვაჟღერებ მე ამას. ჩვენთვის ახლა მთავარი ორიენტირი სწორედ, თვითმმართველობის არჩევნები. თბილისი მოსაგებია, როცა ვერ იგებ ყველაფერს, უნდა მოიგო იქ, სადაც შეგიძლია. ყველაფერი თუ ვერ მოვიგეთ არაფერი არ გვინდა, ამაზე საუბარი სწორი არ არის,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა და დასძინა: „მე არ ვარ განწყობილი, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოხერხდება“.

იხილეთ ვიდეო:

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ