ვაჟა ბერიძე - ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა მიუღებელია, რადგან ეს რუსულ სცენარში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე თანხმობაა, რაც ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციური ლიდერებისთვის

არჩევნების შედეგად დამდგარ პოლიტიკური რეალობის მიზეზებსა და თავისებურებებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურები უნდა ჩატარდეს, არჩევნების საბოლოო შედეგები ცესკოს ჯერ არ გამოუქვეყნებია, არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბარი უკვე მაინც შესაძლებელია.

ვინაიდან 31 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობის, დემოკრატიულობის, სტანდარტებთან შეუსაბამობის თემები აქტუალურია, ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ აჯობებს საუბარი დღეის მონაცემებით არსებულ შედეგებზე მსჯელობით დავიწყოთ.

მხედველობაში მაქვს ის, რომ „ქართულ ოცნებას“ პროპორციულ არჩევნებში უკვე აქვს მიღებული 40%-ზე მეტი, ანუ მთავრობის ჩამოყალიბების უფლება მოპოვებული, მას ჯერჯერობით პარლამენტში 61 დეპუტატის შეყვანის საშუალება აქვს.

ასევე მხედველობაში მაქვს ის, რომ „ქართული ოცნების“ მთავარ ოპონენტს შემდეგ პარლამენტში 31 დეპუტატი ეყოლება. ანუ 4 დეპუტატით მეტი, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტში. ასევე ის, თუ როგორი პროპორციით შეუძლიათ შესვლა არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით უკვე არსებულ მონაცემებს? სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო არჩევნების ამგვარი მონაცემების განმსაზღვრელი?

- უწინარეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნების შედეგების თაობაზე დასკვნების გაკეთება ნაადრევია. აუცილებელია, მივიღოთ საბოლოო შედეგები და პროცესი, რომელმაც ქუჩაში გადაინაცვლა დასრულდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საშუალება ცალსახა დასკვნები გამოვიტანოთ.

პროცესები საქართველოში რუსული სცენარით წარიმართა

ამ ეტაპზე, ამ მომენტისთვის, შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე არსებითი ფაქტორის დაფიქსირება. მათგან უპირველესია, რომ პროცესები საქართველოში რუსული სცენარით წარიმართა.

ახლახანს ჟირინოვსკიმ, რომელიც ხშირადაა კრემლის ხვაშიადის გამხმოვანებელი, თქვა, რომ ჩვენ აქტიურად არ უნდა ჩავერიოთ პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე მოვლენებში, არ უნდა განვამტკიცოთ ყოფილი რესპუბლიკების მთავრობების მდგომარეობა, ხელი უნდა შევუწყოთ იქაური რეჟიმების დასუსტებას სხვადასხვა მიმართულებით დესტაბილიზაციის მოწყობით და შემდეგ, როცა იქ პროცესები უმართავი გახდება, ჩავატაროთ სპეცოპერაციები, რაც ამ ახალ ქვეყნებს ისევ რუსული პოლიტიკის ორბიტაში მოაქცევს.

ამ პოლიტიკის შედეგი ჩვენ ვნახეთ ბელარუსში, სადაც ჭირვეული ლუკაშენკოს მოსარჯულებლად კრემლი იყენებს ხალხის მასობრივ და სამართლიან პროტესტს. ამის მაგალითია ყირგიზეთი, სადაც ახლახანს ჩამოგდებული რეჟიმის ხელმძღვანელებმა პუტინის თხოვნას, არ დაესაჯათ ყირგიზეთის ყოფილი მმართველი ატამბაევი, რომელიც გადაყენებამდე და დაპატიმრებამდე ერთი კვირით ადრე მოსკოვში იმყოფებოდა და დაბრუნებისთანავე ციხეში აღმოჩნდა, არ გაუწიეს ანგარიში.

და აგერ ჩვენს მეზობლად, დასჯილი ნიკოლ ფაშინიანი, რომელმაც გაბედა და პოპულისტურ ტალღაზე ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მრავალვექტორული პოლიტიკის წარმოებისკენ გადადგა საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯები. ეს ბუნებრივადაც გამოიყურება, რადგან ფაშინიანი ფიქრობდა, რომ ძლიერი სომხური ლობების მეშვეობით შტატებში, ევროპასა და რუსეთში ქვეყნის განვითარებისთვის მეტი ახალი იმპულსი მიეცა, თან რუსული სამხედრო ძალის გამოყენებით შეენარჩუნებინა ყარაბაღში მიღწეული სტატუს-კვო და ვხედავთ, როგორ დასაჯა იგი კრემლმა.

ჩვენ ხშირად გვესმოდა კითხვა, თუ როგორ ჩაერეოდა კრემლი საქართველოს არჩევნებში. გულუბრყვილო ჩვენი თანამოქალაქეები, მათ შორის ინტელექტუალები ფიქრობდნენ, რომ ამას კრემლი გააკეთებდა „ქართული ოცნების“, „პატრიოტთა ალიანსის“ და ბურჯანაძის მეშვეობით, თუმცა ყველას მხედველობიდან გამორჩა, რომ კრემლი უკმაყოფილოა ბიძინა ივანიშვილის რომელმაც მათ იმედები ვერ გაუმართლა და ქვეყანა ისევ დასავლეთისკენ მიჰყავს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობს რუსეთს არ აწყენინოს, ანაკლიის პორტის მშენებლობა შეაფერხოს, მკაცრი რიტორიკა არ გამოიყენოს კრემლის მიმართ.

„პატრიოტთა ალიანსიც“ და ბურჯანაძეც მისთვის რეზერვია და მათ რაღაც მომენტში შეიძლება არც ისურვონ კრემლის მარიონეტების როლის შესრულება. მაგრამ მოსკოვში თავადაც ისწავლეს „ფერადი რევოლუციების“ მოწყობა თუ არა წახალისება და აქედან სარგებელის მიღება. ამიტომაა, რომ კრემლი დღეს ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, შემდეგ არეულობების სათავისოდ გამოყენების მიზნით, განსაკუთრებით იმ დროს როცა შეერთებულ შტატებში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაინცდამაინც აღარ სცხელათ.

მოსკოვში თავადაც ისწავლეს „ფერადი რევოლუციების“ მოწყობა თუ არა წახალისება და აქედან სარგებელის მიღება. ამიტომაა, რომ კრემლი დღეს ცდილობს დესტაბილიზაციის შექმნას პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, შემდეგ არეულობების სათავისოდ გამოყენების მიზნით, განსაკუთრებით იმ დროს როცა შეერთებულ შტატებში არაპროგნოზირებადი სიტუაციაა და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მაინცდამაინც აღარ სცხელათ

და შედეგიც - დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში. მთავარი მამოძრავებელი ძალა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და პრონაციონალური, ეგრეთწოდებული გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც არ იღებს დამკვირვებლების, ეუთო-ოდირის და საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს დასკვნას და ნიშანდობლივ განცხადებებს აკეთებს.

ნიკა გვარამია კელი დეგნანს, აშშ-ს ელჩს მძაფრად აკრიტიკებს, მათი ლიდერები ტელევიზიით გამოსვლისას ამბობენ რომ დიახაც არ უნდა დაეკითხონ თავიანთი ნაბიჯების თაობაზე არც ამერიკას და არც რუსეთს და ეს ბევრისთვის საკვირველია.

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის ცნობილ განცხადებას, რომ ამერიკის და ევროპის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი ნეოკოლონიალურია, ყველაფერი თავის ადგილას დგება - დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობისათვის ზურგშექცეული ქართული პოლიტიკური კლასი უმძიმესი პრობლემების წინაშე, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და სხვა პრობლემური რეგიონების შენარჩუნების თვალსაზრისით მარტო რჩება და აქედან მითიური „უბლოკო სტატუსი“ და „სამხედრო ნეიტრალიტეტი“ აპრიორი რუსეთის სატელიტად აქცევს პერსპექტივაში ამ ქვეყანას.

თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის ცნობილ განცხადებას, რომ ამერიკის და ევროპის დამოკიდებულება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისადმი ნეოკოლონიალურია, ყველაფერი თავის ადგილას დგება - დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობისათვის ზურგშექცეული ქართული პოლიტიკური კლასი უმძიმესი პრობლემების წინაშეა

მხოლოდ ყოველივე ამის გათვალისწინებით და მხოლოდ ამ ყველაფრის კონტექსტში შეგვიძლია ვილაპარაკოთ არჩევნების კონკრეტიკაზე და შედეგებზე - სახელისუფლო პარტიის მიერ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის ჭარბ გამოყენებაზე, ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის უნიათობასა და უსუსურობაზე, რომელმაც საარჩევნო უბნების დახურვიდან შვიდი-რვა საათის შემდეგაც კი ვერ შეძლო უბნების შედეგების თუნდაც 5%-ის შეჯამება და შედეგების გამოქვეყნება, რამაც არაჯანსაღი აჟიოტაჟი შექმნა და არცთუ უსაფუძვლო ეჭვები გააჩინა.

აქვე კიდევ ერთ მომენტს მინდა გავუსვა ხაზი - ჩვენ ისევ ბიძინა ივანიშვილის თამაში ვითამაშეთ, მან ისევ შეძლო საზოგადოების წინაშე ასეთი დილემის დაყენება - მე თუ მიშა. და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ამ კითხვაზე სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური პასუხი გასცა, ისევ ბიძინა არჩია. ვიღაცისთვის სამწუხაროდ და ვიღაცისთვის ნაკლები ბოროტების რემინესცენციის კონტექსტში.

ჩვენ ისევ ბიძინა ივანიშვილის თამაში ვითამაშეთ, მან ისევ შეძლო საზოგადოების წინაშე ასეთი დილემის დაყენება - მე თუ მიშა. და ქართული საზოგადოების უმრავლესობამ ამ კითხვაზე სრულიად ბუნებრივი და ადეკვატური პასუხი გასცა, ისევ ბიძინა არჩია. ვიღაცისთვის სამწუხაროდ და ვიღაცისთვის ნაკლები ბოროტების რემინესცენციის კონტექსტში.

რა თქმა უნდა, „ოცნებამ“ გაიმარჯვა, გაყალბებების გარკვეული მოცულობით დაშვების გათვალისწინებითაც კი. და სწორედ ამაზე მიუთითებენ საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩვენი მეგობრები დასავლეთში. ეს მოცემულობა ყველამ უნდა მიიღოს.

მიუღებელი მხოლოდ ერთია - პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა საპარლამენტო მმართველობის ქვეყანაში, უარის თქმა ლეგალურ ტრიბუნაზე, როცა ერთ მხარეს იქნება „ოცნების“ ძირითადად გამოუცდელი და ხშირად უუნარო დეპუტატთა კორპუსი, ხოლო მეორე მხარეს გამობრძმედილი პოლიტიკური მებრძოლები ოპოზიციური სპექტრიდან, როცა ამაზე ოპოზიცია თუნდაც ობიექტური წანამძღვრებიდან გამომდინარე უარს ამბობს, ეს სხვა, რუსულ სცენარში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე თანხმობაა, რაც ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციური ლიდერებისთვის.

მიუღებელი მხოლოდ ერთია - ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა, რაც რუსულ სცენარში ნებსით თუ უნებლიედ მონაწილეობაზე თანხმობაა, რაც ვფიქრობ მიუღებელი უნდა იყოს ოპოზიციური ლიდერებისთვის

- 2016 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ხმების 48% ჰქონდა მიღებული. ოპოციზიის მტკიცებით, წარუმატებული საქმიანობის ფონზე - კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვა, ლარის გაუფასურება, გაუარესებული სოციალური ფონი და კრიმინოგენული ვითარება, ასევე ის, რომ მმართველი ძალა ამჯერად ამომრჩეველს ბევრს არც არაფერს დაჰპირებია, წინასააარჩევნოდ სულაც არ იყო იმის განცდა, რომ „ქართულ ოცნება“ შეძლებდა მარტო მთავრობის დაკომპლექტებას.

„ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებდნენ, რომ დაასრულებდნენ „ნაცმოძრაობას“, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, იმის შემდეგ, რაც სააკაშვილი ქვეყანაში 8 წელი არ იყო, „ნაცმოძრაობა“ არა მარტო დასუსტდა, არამედ გაძლიერდა.

სააკაშვილთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი - „სააკაშვილი გაჭრილი კარტი სულაც არაა“. სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილის პერსონა აქტუალურია?

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ხელისუფლებამ კორონავირუსის გავცელებაზე კონტროლი დაკარგა. ჩაატარო არჩევნები და თან ჩაკეტო ქვეყანა, შეუძლებელია. ჩაკეტო ეკონომიკა და უზრუნველყო ხალხი ელემენტარული მინიმუმით ასევე წარმოუდგენელია ამ ქვეყნისთვის.

მსოფლიო პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, მხოლოდ ტოტალიტარულმა ჩინეთმა შეძლო ვირუსის გავრცელების შეჩერება რასაც, სხვათ აშორის, რუსეთი ვერ ახერხებს. დემოკრატიული ქვეყნებიდან ამას სხვებზე უკეთ გაართვეს თავი ახალმა ზენლანდიამ და სამხრეთ კორეამ, მაგრამ მათ საათივით აწყობილი ეკონომიკები აქვთ.

გეთანხმებით, რომ მმართველი ძალის დაპირებები ერთობ უღიმღამო იყო და მე პირადად, ვერ მივიღე პასუხი კითხვაზე - თუ რატომ უნდა დაგვეტოვებინა კიდევ ოთხი წლით ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“. მოვისაკლისე განვითარების ხედვა, ვერ ვნახე შეპირება რა გზით გაემიჯნება ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია „არაფორმალური მმართველობის“ ჩვენთვის მიუღებელ ფენომენს და რეალობას.

რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ესეც გარკვეული თვალსაზრისით ფენომენალური და ქართული მოვლენაა, ის სააკაშვილის ნიჭიერებას ეფუძნება, რომელიც, რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გაჭრილი კარტი, მოქმედი პოლიტიკური ფიგურა გახლავთ ქართულ სინამდვილეში და „ნაცმოძრაობის“ 27% დიდწილად მისი პიროვნული რეიტინგია.

„ნაცმოძრაობა“ ფენომენალური და ქართული მოვლენაა, ის სააკაშვილის ნიჭიერებას ეფუძნება, რომელიც, რა თქმა უნდა, დღესაც არ არის გაჭრილი კარტი, მოქმედი პოლიტიკური ფიგურა გახლავთ ქართულ სინამდვილეში და „ნაცმოძრაობის“ 27% დიდწილად მისი პიროვნული რეიტინგია

მისი ენერგიულობა, ცნობიერების აგრესიული ნაკადი მოსწონს ობივატელს, იგი სთავაზობს კონკრეტულ ხედვას საზოგადოებას და რეალური მიზნისკენ მიჰყავს თავისი მრევლი, რომლისთვისაც სააკაშვილის მიერ „იმ ცხრა წელიწადში“ დაშვებული შეცდომები, გადაცდომები და კრიმინალი სააკაშვილის უარსაყოფად არგუმენტი არ არის.

თუმცა, მოსახლეობის 60-70%-სთვის სააკაშვილის დაბრუნება პოლიტიკაში კატეგორიულად მიუღებელია. აქვე თუ ვიქნებით ობიექტურები, უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევნების ამ შედეგებით ამომრჩევლის ნახევრისთვის 50%-სთვის, არც ხელისუფლებაში ივანიშვილის დარჩენა აღმოჩნდა მისაღები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვერ გავაგდებთ არენიდან „ნაცმოძრაობას“, რადგან ეს ნიშნავს ჩვენი საზოგადოების თითქმის მესამედზე უარის თქმას, რაც ელემენტარულ საღ აზრს მოკლებულია.

„ოცნების“ მთავარი ოპონენტი „ნაცმოძრაობაა“, მათ შორის მუდმივ დაპირისპირებასა და პოლემიკაში უნდა გამოიკვეთოს ქვეყნის და მისი პოლიტიკური სისტემის განვითარების მთავარი გეზი, ვიდრე სხვა ორი-სამი ახალი, ძლიერი საზოგადოების მიერ მნიშვნელოვნად მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება არენაზე.

„ოცნების“ მთავარი ოპონენტი „ნაცმოძრაობაა“, მათ შორის მუდმივ დაპირისპირებასა და პოლემიკაში უნდა გამოიკვეთოს ქვეყნის და მისი პოლიტიკური სისტემის განვითარების მთავარი გეზი, ვიდრე სხვა ორი-სამი ახალი, ძლიერი საზოგადოების მიერ მნიშვნელოვნად მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალა არ გამოჩნდება არენაზე

ჩვენ კი, მოქალაქეებმა ძველი ბრძენი ათენელის - სოლონის შეგონებას უნდა მივდიოთ, რომლის თანახმადაც ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დაპირისპირების დროს იკრძალება გარიდება ამ დაპირისპირებიდან. ყველა ათენელი ვალდებული იყო ერთ-ერთი მხარისთვის დაეჭირა მხარი და ერთ-ერთ მხარეს დამდგარიყო...

- თუ არჩევნების სავარაუდო შედეგებს დავუბრუნდებით სურათი ასე გამოიყურება - არჩევნების შედეგებს ყველა აპროტესტებს - „ლელო“, ევროპული საქართველო“, გიორგი ვაშაძე, ნინო ბურჯანაძე, „პატრიოტთა ალიანსი“, ელისაშვილის „მოქალაქეები“ და სხვებიც.

თქვენთვის რამდენად მოულოდნელი იყო დასახელებული პარტიების მიერ მიღებულ ხმათა რაოდებობა? ის, რომ ამ არჩევნებმა ვერ გამოავლინა ძლიერი, მესამე ადგილზე გასული მესამე ძალა?

მხედველობაში მაქვს ის, რომ პარლამენტში შესული პარტიების უმრავლესობას 3-4%-ზე მეტი მიღებული არ აქვს...

- მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის დაჩქარების. ასეთი მოდელი გულისხმობს კონსოლიდირებულ დემოკრატიას, რაც ჩვერნ არ გვაქვს სადღეისოდ, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განვითარებულ პარტიებს.

ჩვენი პარტიების უმეტესობა ადამიანური და ფინანსური რესურსის თვალსაზრისით სუსტია. ცოტაა სტრუქტურირებული პარტიები ძლიერი რეგიონული წარმომადგენლობებით. ამბიციების აღლუმი, რაც ქართულ პოლიტიკურ ველს ახასიათებს, ამ მოცემულობას ვერ ჩაანაცვლებს. შინაპარტიული დემოკრატია ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებში, მმართველი პარტიის ჩათვლით, არ არსებობს.

ეს ძირითადად არის ცალკეული, ზოგჯერ ძალიან ნიჭიერი პიროვნებების გარშემო შემოკრებილი ჯგუფები, რომლებსაც ელექტორალური მხარდაჭერა ძირითადად არ აქვთ.

იაპონიაში ახლახანს პრემიერ-მინისტრი აირჩიეს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ამ პოსტზე არჩევის შემდეგ ავტომატურად გახდა იაპონიის პრემიერ მინისტრი. იმდენად სრულყოფილი დემოკრატიული პროცედურები არსებობს თვით ამ პარტიის შიგნით.

ჩვენთან კი ცოტაა ტრადიციული, გარკვეული ისტორიის მქონე პარტიები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც დიდხანს ახერხებენ შეინარჩუნონ თავიანთი აქტუალობა.

მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადასვლის დაჩქარების. ასეთი მოდელი გულისხმობს კონსოლიდირებულ დემოკრატიას, რაც ჩვერნ არ გვაქვს სადღეისოდ, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებს და განვითარებულ პარტიებს

აქ შეიძლება გაგვახსენდეს „რესპუბლიკური პარტია“, „ლეიბორისტული პარტია“ და კიდევ რამდენიმე. ერთი მთავარი ნაკლი ამ პარტიებისა ისაა, რომ რადგან ადამიანური და ფინანსური რესურსი აკლიათ, ამ ხარვეზის შევსებას პოპულიზმით ცდილობენ.

პოპულიზმი კი ქართულმა საზოგადოებამ დიდი ხანია დაძლია. პოპულიზმისთვის ველი უკვე სომხეთშიც კი აღარაა, სადაც სულ ახლახანს ნიკოლ ფაშინიანი პოპულიზმის ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში.

რაც შეეხება თქვენს მიერ დასახელებულ პარტიებს, აქ მე უფრო „ლელო“ მეიმედება, რომელსაც აქვს სათანადო ადამიანური და ფინანსური რესურსი, აქვს, ჩემი აზრით, საინტერესო პროგრამა - „მარშალის გეგმა“, თუმცა მათი დაბალი შედეგი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

ჯერ ერთი, ძალიან ცოტა დრო გავიდა მისი დაფუძნებიდან და მეორე, ეს პარტია, ჩემი აზრით, პოზიციონირებას არასწორი სტრატეგიით და ტაქტიკით აწარმოებდა. რაც შეედება „ევროპულ საქართველოს“ ეს ძლიერი პიროვნებების და გამოცდილი პოლიტიკოსების პარტიაა, მაგრამ ისინი მხოლოდ ფორმალურად გაემიჯნენ „ნაციონალებს“, არ აიღეს პასუხისმგებლობა დაშვებული შეცდომებისთვის, რაც ზოგიერთი მათგანის პოლიტიკიდან წასვლაში გამოიხატებოდა და აქვთ ელექტორალური მხარდაჭერის პრობლემაც.

ამდენად, მთლიანობაში მათ მიერ ნაჩვენები მოკრძალებული შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ახლა, ამის გადაფარვა მიტინგებზე ღრიანცელით არ გამოვა. მათ ვურჩევდი გადახედონ სტრატეგიას და ტაქტიკას.

- წინასაარჩევნო კამპანიებზე თვალის დევნებისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკოსთა უმრავლესობა აშკარად არაადეკვატურობას უფრო ავლენდა, ვიდრე ადეკვატურობას და გადაჭარბებული მოლოდინების შექმნას. ეს ეხება როგორც მმართველ ძალას, ისე ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ პარტიებსა და ლიდერებს.

„ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სურდა მარტო დაეკომპლექტებინა მთავრობა და აცხადებდა, რომ მას ამომრჩეველთა 63% უჭერდა მხარს. ოპოზიციური პარტიები კოალიციურ მთავრობაზე კი საუბრობდნენ, მაგრამ გამორიცხავდნენ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციის შექმნას.

არადა, მათი კინკლაობის შემხედვარე სულ ნაკლებად რჩებოდა იმის შანსი, რომ მომავალ პარლემენტში ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის ჩამოყალიბებას.

თქვენი დაკვირვებით, რატომ შეხვდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ასე არაადეკვატურ ფორმაში პოლიტიკური კლასი?

რა შეიძლება ყოფილიყო მათი მაქსიმალიზმისა თუ გადაჭარბებული ამპარტავნობის მიზეზი?

- მაქსიმალიზმი და ამპარტავნება, გადაჭარბებული ამბიციები და შეძახილი - „უჩემოთ ვინ იმღერა“, ქართული ხასიათის მიუღებელი მხარეა, იგი თანაბრად ახასიათებთ როგორც „დიდთა“ ისე „მცირეთა“. ასეთია ჩვენი რეალობა და ეროვნული ხასიათი.

რაც შეეხება მთავრობის კოალიციურ რეჟიმში დაკომპლექტებას, აქამდე ქართველი პოლიტიკოსები კიდევ უნდა გაიზარდონ. უკიდეგანო ამბიციურობა და იდეოლოგიური მრწამსის ბუნდოვანება წარმატებულად ფუნქციონირებადი კოალიციური მთავრობის შექმნას ამ ეტაპზე. ჩემი აზრით, გამორიცხავს.

მთავრობის კოალიციურ რეჟიმში დაკომპლექტებამდე ქართველი პოლიტიკოსები კიდევ უნდა გაიზარდონ. უკიდეგანო ამბიციურობა და იდეოლოგიური მრწამსის ბუნდოვანება წარმატებულად ფუნქციონირებადი კოალიციური მთავრობის შექმნას ამ ეტაპზე. ჩემი აზრით, გამორიცხავს

ის ბარიერების აწევა, ადრინდელი 7%-მდე, შემდეგ 5%-მდე დაწევა ემსახურებოდა ძლიერი მონოლითური პარტიების შექმნის ამოცანას, რომლებიც საერთო ხედვის საფუძველზე შეძლებდნენ ეფექტური და ეფექტიანი მთავრობების ფორმირებას და ამ ამოცანას ასე თუ ისე ართმევდნენ თავს.

ამიტომ არ მივიჩნევდი ოპოზიციური კოალიციური მთავრობის შექმნის იდეას ქვეყნისთვის მისაღებად და სასარგებლოდ. აი, თუ ოპოზიცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელობით ერთიან ფრონტს შექმნის, როგორც უმეტესი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ძალა, ერთიანი პლატფორმით და ხედვით, ასეთ გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა.

თუ ოპოზიცია „ნაციონალების“ ხელმძღვანელობით ერთიან ფრონტს შექმნის, როგორც უმეტესი ელექტორალური მხარდაჭერის მქონე ძალა, ერთიანი პლატფორმით და ხედვით, ასეთ გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს პერსპექტივა

- არც ერთი ოპოზიციური ძალა არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი დასკვნა, აშშ-ს ელჩის განცხადებები არ ტოვებს იმის განცდას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმურობის პრობლემა ექნება.

არადა, არა მარტო ოპოზიციას, სადამკვირვებლო მისიებს საკმაოდ დამაჯარებლად მოჰყავთ არჩევნების ჩატარების სამარცხვინო მაგალითები. ამაზე უფრო ფრთხილად საუბრობენ უცხოელი დამკვირვებლები. ამ თემებზე დიპლომატები მხოლოდ დიპლომატიურად საუბრობენ, პირდაპირ არავინ გვეტყვის ბანანის ქვეყანა ხართო.

რა გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე ხელისუფლების სასარგებლოდ ადმინისტრაცილი რესურსის გამოყენებამ, მოსყიდვების, ზეწოლისა თუ ზემოქმედების სხვა საშუალებებმა, რაშიც „ქართულ ოცნებას“ მთელი ოპოზიციური სპექტრი ადანაშაულებს?

- „რუსული სცენარიდან“ გამომდინარე არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, პარლამენტი მოახერხებს საქმიანობის დაწყებას, შენარჩუნებული დესტაბილიზაციის ფონზე. ეს ბუნებრივია, დაასუსტებს ხელისუფლებას, შეზღუდავს მის ქმედუნარიანობას და გაზრდის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობებს.

ამის შემდეგ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამერიკის შეერთებულ შტარტებში. 3 ნოემბერს იქ არჩევნებია და თუ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, შტატების ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ, საქართველოსთვისაც მოიცლიან ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები.

„რუსული სცენარიდან“ გამომდინარე, არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია არ უნდა მოხდეს. მიუხედავად ამისა, პარლამენტი მოახერხებს საქმიანობის დაწყებას შენარჩუნებული დესტაბილიზაციის ფონზე. ეს ბუნებრივია, დაასუსტებს ხელისუფლებას, შეზღუდავს მის ქმედუნარიანობას და გაზრდის საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის შესაძლებლობებს

თუ ტრამპმა შეინარჩუნა ხელისუფლება სიტუაცია საქართველოში დალაგდება. ტრამპის ადმინისტრაცია არ ისურვებს საქართველოში სიტუაციის არევას ყარაბახის მოცემულობის, თურქეთთან წინააღმდეგობრივი ურთიერთობების და რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით.

ანუ, მომდევნო ოთხი წელი ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში. თუ ბაიდენი გაიმარჯვებს, ეს იქნება გლობალისტების და ლიბერალ-დემოკრატიული მიმართულების ძალების ტრიუმფი, რაც საქართველოში ახალ იმპულსს მისცემს პროამერიკულად თვითგამოცხადებულ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მოკავშირეებს.

მოვლენათა ასეთი განვითარების შემთხვევაში ჩვენ ორ წელიწადში გვექნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუმცა თუ რუსეთის და შტატების გავლენიანი ძალების ხედვები რაღაც ასპექტში დაემთხვა, როგორც ეს მოხდა ბელარუსში, რევოლუციურ სცენარსაც არ გამოვრიცხავ.

რუსეთის და შტატების გავლენიანი ძალების ხედვები რაღაც ასპექტში დაემთხვა, როგორც ეს მოხდა ბელარუსში. რევოლუციურ სცენარსაც არ გამოვრიცხავ

ახლანდელი პოზიცია შტატების ელჩის, ქალბატონ დეგნანის და სადამკვირვებლო მისიების, ფრთხილი და ადეკვატურია, რაც სავსებით გასაგებია იმის გათვალისწინებით, რაზედაც სულ ახლახანს მოგახსენეთ.

რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ეს ქართული სინამდვილისთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი სენია. მასზე უარის თქმა არ იქნება იოლი და ამას დასჭირდება პოლიტიკური სპექტრის და მთელი საზოგადოების კონსენსუსი.

სამწუხაროდ, ამისთვის სიტუაცია მომწიფებული არ არის. წინა ხელისუფლება ამას კიდევ უფრო უხეშად და ტოტალურად ახდენდა და ვეჭვობ მომავალმა ხელისუფლებებმაც უარი თქვან ამაზე.

- რადგან მთელი ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ახლა მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებზე საუბრობენ.

ოპოზიციამ უკვე თქვა, რომ პარლამენტში არ შევა. მაგრამ, მათგანვე ისმის ხმები, რომ ისინი მაქსიმალურად შეეცადონ ხმების გადათვლას და მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურებისთვის მომზადებას. ასეთ შემთხვევაშიც არაა გამორიცხული, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს.

რადგან ასეა, ჩვენ ორივე ვერსია უნდა განვიხილოთ - რა სურათს მივიღებთ თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ შევლენ, ანაც შევლენ პარლამენტში?

- პარლამენტში არშესვლა, ნებისმიერი მოტივით, მიუღებელი მეჩვენება და სერიოზულად დააზარალებს ქვეყანას. ის ხელს შეუწყობს ქართულ რეალობაში რუსეთის გავლენის გაძლიერებას, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაცია და მდგომარეობის არევა. ეს რუსულ გავლენას ავტომატურად გაზრდის, რაც ოპოზიციური სპექტრის ბევრ ადეკვატურად მოაზროვნე ლიდერს ხელს არ უნდა აძლევდეს.

თუ ხმების გადათვლა მოხდება და მეორე ტური კიდევ უფრო გამჭვირვალეთ და უკეთესად ჩატარდება, რისი იმედიც მე პირადად არ მაქვს, ეს კარგი იქნება ქვეყნისთვის.

მაგრამ განა მთელი პოლიტიკური სპექტრი ბოლო წლების განმავლობაში იმას არ უწყობდა ხელს, რომ მათთვის მიუღებელი არჩევნების შედეგები გაყალბებულად გამოცხადებულიყო? არაერთგზის მითქვამს, მათ შორის თქვენთან საუბარშიც ბატონო კობა, რომ სოციოლოგიური კვლევების შედეგების გაყალბება სწორედ ამას ისახავდა მიზნად. წლების განმავლობაში სოციოლოგია ამ ქვეყანაში მიზნად ისახავდა, არა საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგს და მოქალაქეების ინფორმირებას არსებული რეალური განწყობების შესახებ, არამედ საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ამას ხელს უწყობდა მმართველი ძალაც და ოპოზიციური სპექტრიც, რადგან ობიექტური კვლევები არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების საშუალებას არავის მისცემდა, რამეთუ სოციოლოგია, მისი მეთოდები, კვლევის ტექნოლოგიები იმდენად წინ არის წასული, რომ დასაშვები ცდომილების არეალს 1%-მდე და უფრო მეტად ამცირებს. მაგრამ ასეთი კვლევები უნდა ჩატარდეს მთელი პოლიტიკური სპექტრის კონსენსუნსის საფუძველზე და ასეთი კვლევების ჩამტარებელ სოციოლოგიურ კომპანიას ყველა პოლიტიკური სუბიექტი უნდა ენდობოდეს.

მაგრამ მაშინ ხომ ქუჩაში გამოსვლის და დესტაბილიზაციის საფუძველი არ იარსებებდა?

- ვინც ქართულ პოლიტიკას წლებია ადევნებს თვალს, ახსოვს პოზიციის მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა, რაც მაშინ წარუმატებელი აღმოჩნდა. წარუმატებელი აღმოჩნდა არა მარტო პოლიტიკური ცხოვრებისთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის. მხედველობაში მაქვს 2008 წლის აგვისტოს ომი.

ახლა როცა ჩვენს სამეზობლოში ომია, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი კარგა ხანია მიმდინარეობს და დასრულების პირი არ უჩანს, რის ფონზეც მოსკოვის გავლენა სამხრეთ კავკასიაში ძლიერდება, ფაქტია, რომ საქართველოს წინაშე საფრთხეეები და გამოწვევები სულ უფრო ხელშესახები ხდება, მეტად მნიშვნელოვანია თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება ჩვენთან არჩევნების დასრულების შემდეგ.

დამკვირვებელთა ნაწილის მტკიცებით, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევის საშუალებას აძლევს. დამკვირვებელთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი უკვე ჩაერია არჩევნებში. მხედველობაში აქვთ ის, რომ საქართველოში უკიდურესად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების ძიძგილაობა მხოლოდ კრემლის ინტერესებშია.

ისეთი პირი უჩანს, ვიღაც შეიძლება შევიდეს, ვიღაც არა. შესაძლოა, არც არავინ შევიდეს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებას ლეგიტიმაციის პრობლემა არ ექნება, მაგრამ, თუ ამჯერადაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, სავარაუდოდ რა საფრთხეების, გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო, როგორც ქვეყანა?

- პარლამენტში არშესვლა და ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატზე უარის თქმა არის ცუდი, ალოგიკური, მიუღებელი და საზიანო ქვეყნისთვის. ასე იყო ადრეც, თავის დროზე როცა ოპოზიცია არ შევიდა სააკაშვილის პარლამენტში და არასწორი იქნება ახლაც. ყველა შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის არის ხელსაყრელი და მისაღები.

აი, დავაკვირდეთ, ვინ მოგვილოცა პირველ რიგში არჩევნების გამართვა - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

პარლამენტში არშესვლა და ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატზე უარის თქმა არის ცუდი, ალოგიკური, მიუღებელი და საზიანო ქვეყნისთვის. ასე იყო ადრეც, თავის დროზე როცა ოპოზიცია არ შევიდა სააკაშვილის პარლამენტში და არასწორი იქნება ახლაც. ყველა შემთხვევაში, ეს რუსეთისთვის არის ხელსაყრელი და მისაღები

აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ხელისუფლების კანდიდატმა უპრობლემოდ გაიმარჯვა ჯავახეთში, სადაც სომხური ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები ცხოვრობენ ძირითადად და რეალობიდან გამომდინარე სომხეთის ხელისუფლების პოზიციას ყოველთვის ითვალისწინებენ.

რა თქმა უნდა, ამას სათავისოდ გამოიყენებს საქართველოს ყველა არაკეთილმოსურნე, ამიტომ გვმართებს მეტი გონიერება.

და საერთოდ, ჩვენს პოლიტიკურ კლასს გაცილებით მეტი მოეთხოვება, ხელისუფლების ჩათვლით. ამ ქვეყანაში არ იქნა და არ დამთავრდა მუდმივი დაპირისპირება და ომი პასიონარულ უმცირესობასა და მეინსტრიმულ უმრავლესობას შორის. ორივეს ქვეყნის სიკეთე უნდა, მაგრამ მათი დაზავება და მორიგება ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოხერხდა და უფრო მეტიც, მტრული და ქვეყნისთვის დესტრუქციის მომტანი გახდა.

ქვეყანაში არ იქნა და არ დამთავრდა მუდმივი დაპირისპირება და ომი პასიონარულ უმცირესობასა და მეინსტრიმულ უმრავლესობას შორის. ორივეს ქვეყნის სიკეთე უნდა, მაგრამ მათი დაზავება და მორიგება ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოხერხდა და უფრო მეტიც, მტრული და ქვეყნისთვის დესტრუქციის მომტანი გახდა

ერთადერთხელ ზვიად გამსახურდიამ შეძლო ორივე ნაკადის გაერთიანება ქვეყნის სასიკეთოდ, რადგან იგი მერაბ კოსტავასთან ერთად ქვეყნის სულიერი ლიდერიც იყო და პოლიტიკურიც. მაგრამ სამწუხაროდ ეს დიდხანს არ გაგრძელდა, რამაც ქვეყანა დააზიანა და აქ უკლებლივ ყველა ლიდერს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს მიუძღვის ბრალი.

დღესაც პასიონარულობის, ამჯერად უკვე ცრუ დროშით ერთი უმცირესობა - მოცემულ შემთხვევაში ოპოზიციური, ცდილობს მეინსტრიმს თავს მოახვიოს თავისი არცთუ მართებული ხედვა, რასაც დესტაბილიზაციამდე და ქვეყნის მომავლის ეჭვქვეშ დაყენებამდე მივყავართ. ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს.

მეინსტრიმი ვითომდა პასიონარების, უმცირესობის დიქტატს არ დაექვემდებარება, საჭიროა საზოგადოებრივი თანხმობა საერთო პლატფორმაზე თორემ ამხელა დესტრუქციის მუხტს ეს ქვეყანა ამ რეგიონში ვერ გაუძლებს და მერე ერთმანეთის მიყოლებით აფეთქდება გარეჯის თემა, ჯავახეთის თემა, აჭარის თემა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა