ირაკლი კობახიძე - არჩევნების არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია - სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა

ცესკოს შედეგები მათ მიერ დადებულ ეგზიტპოლს დაემთხვა. ასეთ დროს, რა არალეგიტიმურობაზეა ლაპარაკი? ღიმილისმომგვრელია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა და ოპოზიცია აცდენილია რეალობას.

„რაც შეეხება პროცესებს, პროცესები მშვიდად წარიმართება და ჩვენი ქვეყანა ისე გააგრძელებს პროცესებს, როგორც ჩვენს ხალხს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდათ.

კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, თუ რას ჰქვია მრავალპარტიული პარლამენტი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით თავის დროზე ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას იმ საარჩევნო სისტემის თაობაზე , რომელიც დღეს დამკვიდრდა. ესაა არსებითად პროპორციული სისტემა, თავისი ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით. ჩვენ მანდატები მოვიკელით. ოპოზიციური პარტიები ფუნდამენტურ მიღწევას უტევენ. არჩევნების არალეგიტიმურობაზე, რომ ლაპარაკობენ დააკვირდით, მათ მიერ დადებულ ეგზიტპოლს დაემთხვა ცესკოს შედეგები, რაც არსებობს. ასე რომ, ღიმილისმომგვრელია. ასეთ დროს რა არალეგიტიმურობაზეა ლაპარაკი? ღიმილისმომგვრელია. სპეკულაციებია, რაც ჩვენ გვესმის. ყველა დასკვნა საუბრობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ლეგიტიმური. საკუთარი რეალობისგან არიან აცდენილი. ჩვენ წინასწარ ვამბობდით, რომ დესტრუქციის მცდელობა ექნებოდათ. სიმართლე „ქართული ოცნების“ მხარესაა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს ის ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით 1%-იანი ბარიერი გადალახეს. მანდატებზე უარი თქვეს შემდეგმა პარტიებმა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ლეიბორისტული პარტია“. ამ დროისთვის უცნობია პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პოზიცია, რომელსაც ახალარჩეულ პარლამენტში, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 2 მანდატი ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა