14.07.2025 / 09:02
ავსტრიის შს მინისტრის განცხადებით, ვენის ცენტრში თავდასხმის შედეგად სავარაუდოდ, არიან დაღუპულები

ვენაში მომხდარი თავდასხმის დროს, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და სავარაუდოდ არიან გარდაცვლილებიც. ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა ​ავსტრიულ მაუწყებელს ORF- ს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, თავდასხმა რამდენიმე ადამიანმა განახორციელა.

ცნობისთვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სინაგოგასთან თავდასხმა მოხდა. ავსტრიის დედაქალაქ ვენაში მომხდარი თავდასხმა ქვეყნის შს მინისტრმა "ტერორისტულ აქტად" შეაფასა.

ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

იხილეთ ვიდეო: ავსტრიაში ტერორისტული აქტი განხორციელდა, არიან დაღუპულები

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ