ირაკლი კობახიძე - თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის, რომ იმ შეურაცხყოფას ითმენს, რაც განსაკუთრებით არჩევნების პირველ ღამეს მოითმინა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას “ჯილდო ეკუთვნის” იმ შეურაცხყოფის მოთმენისთვის, რაც არჩევნების პერიოდში მისი მისამართით ისმის და ისმოდა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ჟვანიას მიმართ „ნაცმოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ ცესკოს წევრები “უკულტუროდ და მდაბიოდ” იქცეოდნენ.

„თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმისთვის, რომ იმ შეურაცხყოფას ითმენს, რაც განსაკუთრებით არჩევნების პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ „ნაცმოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ ცესკოს წევრები. ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის, უკულტურო ქცევა, რითაც გამოირჩეოდნენ ისინი თამარ ჟვანიას მიმართ. ამისთვის ის იმსახურებს თანადგომას არა პოლიტიკური პარტიების, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა“,-განაცხადა კობახიძემ.

მან განმარტა, რომ ხმის დათვლის პროცესში უზუსტობების დაზუსტება ხდება.

„რაც შეეხება უზუსტობებს, უზუსტობები ყველა არჩევნებზე ხდება. ამ შემთხვევაში ხდება ამ უზუსტობების დაზუსტება, რაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებზე ხდება. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. სტატისტიკაც არის იდენტური. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 60 უბანთან აქვს პრეტენზია მაგალითად ერთ-ერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ა.შ. რაც შეეხება უზუსტობებს, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იყო კოვიდთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, საჭირო გახდა სპეციალური უბნების და სპეცკომისიების შექმნა, შესაბამისად, ტრენინგის საშუალება ნაკლები იყო. ასევე, კოვიდი დაუფიქსირდა კომისიის წევრს, ამის გამო მყისიერად საჭირო გახდა კომისიის ჩანაცვლება და ა.შ. რაც შეეხება სამგორს, მარნეულს, იქ იყო არა ტექნიკური ხარვეზი, არამედ მანიპულაცია. მარნეულშიც და სამგორშიც ნახეთ, რომ ეს ყველაფერი გასწორდა. რაც შეეხება მანიპულაციას, უნდა გაირკვეს ვისგან მომდინარობდა. ამ შემთხვევაში, სანქციები მოქმედებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს