„თიბისი“ ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას სთავაზობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, იურიდიულ პირებს უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, „თიბისის“ მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით.

„აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა.

ახლა სასურველი კურსით კონვერტაციას მომხმარებლები სულ რამდენიმე წუთში, დამოუკიდებლად შეძლებენ. მათ არ მოუწევთ კონვერტაციისთვის ფილიალში მისვლა ან ლოდინი ინტერნეტ ბანკში სასურველი კურსის მისაღებად, რადგან ყველა იურიდიულ პირს ბიზნეს ინეტრნეტ ბანკში ჩაუშენდება „თიბისის“ ბანკის ბლუმბერგის გაცვლითი კურსების საკურსო ბადეები, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდება კონვერტაციის პროცესი და მომხმარებლებს არ მოუწევთ ბანკის გარეთ თანხის დაკონვერტირებაზე ფიქრი. სამომავლოდ, აღნიშნული სერვისით სარგებლობა მობაილ აპშიც იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“