მაია ცქიტიშვილი - გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს „ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან

ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის UEFA-ს ერთა ლიგის საფინალო შეხვედრა გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება.

როგორც მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სპორტული და კულტურული ღონისძიებები არის ის, რისი შეზღუდვაც ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლებელია.

„თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს და დიდ წარმატებას მივაღწიოთ ევროპის ასპარეზზე. მაგრამ თუ ჩვენ ვადარებთ პოლიტიკურ პროცესს თამაშს, პოლიტიკური პროცესი არის თითოეული ჩვენგანის საკონსტიტუციო უფლება. არჩევნებში მოანაწილეობის მიღება არის ყველაზე დიდი პრივილეგია, რომელიც მოქალაქეს აქვს. საარჩევნო პროცესი ნამდვილად განცალკევებულად და მაღალ დონეზე დგას. სწორედ იმის გამო, რომ არ შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის შეზღუდვა და აკრძალვა თუნდაც იმის გამო, რომ მოქალაქეს არ უკეთია პირბადე, სწორედ ამიტომ ასე აქტიურად მოვუწოდებთ პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს, რომ ყველა წესი დაიცვან. მაგრამ, როდესაც ვსაუბრობთ ფეხბურთსა და კულტურულ ღონისძებებზე, ეს არის ის, რისი შეზღუდვაც შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი რთული ფორმა გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმ შესაძლო რაოდენობაზე, რა ლიმიტიც UEFA-ს მიერაა დაწესებული, რომ დასწრება უნდა მოხდეს გულშემატკივრების არაუმეტეს 30%-სა, იმავე რეკომენდაციაშია მითითებული, რომ ეს რაოდენობა განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული ქვეყნის მიერ. სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე გვიწევს ამ მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება. გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და ჩვენს ფეხბურთელებს „ვუბალეშჩიკოთ“ სახლებიდან და ამით დარწმუნებული ვარ, ისინი უარესად არ ითამაშებენ“,- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია