დავით ბერძენიშვილი - ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები წააგო, თავს გამარჯვებულად აცხადებს

გვაქვს ვითარება, როდესაც ხელისუფლება, რომელმაც წააგო არჩევნები, თავს აცხადებს გამარჯვებულად. ასეთ ვითარებაში, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ როდესაც მოუნდათ სხვის ხარჯზე ყველაფერი, მიიღებენ არაფერს, - ამის შესახებ ,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლის შემდეგ განაცხადა, სადაც საქალაქო სასამართლოში საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან აქციაზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიაში უამრავი საჩივარია შეტანილი და მათი განხილვის ნაცვლად, სიმართლის დაცვის მოსურნე ადამიანებს სჯიან.

„ვუცხადებ სოლიდარობას უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებს. ხელისუფლება აღრმავებს კონფრონტაციას, ის უპირისპირდება ამომრჩეველს, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო სექტორს. ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებები არის უმძიმესი, უამრავი საჩივარია შეტანილი და მათი განხილვის ნაცვლად, სიმართლის დაცვის მოსურნე ადამიანებს სჯიან.

მათი დაკავება არის უკანონო, ბევრი სამართალდამცავი იქცეოდა ამაზრზენად და ეს არავის არ შერჩება. უნდა ემსახურებოდე კანონს და საკუთარ სინდისს, ამიტომ პასუხი მათაც მოეთხოვებათ. ძალიან ბევრს შერჩა ხელისუფლების სამსახურში უსამართლო საქციელი”, - აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს