პაატა იმნაძე - ვერც ერთი სისტემა, ექიმი და საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება - ეს მოხდება, თუ ელემენტარულ წესებს არ დავიცავთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვერც ერთი სისტემა, ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს, თუ ყველა ავად გახდება.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის" კითხვის პასუხად განაცხადა, თუ მოქალაქეები ელემენტარულ წესებს არ დაიცავენ, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

„მე, რასაც ვამბობ ხოლმე, პასუხს ვაგებ ჩემს სიტყვებზე. ერთხელ გაზაფხულზე ვთქვი და მეორედ შემოდგომაზე. ეს არ არის დაშინება, ეს არის სამწუხარო რეალობის დანახება, რაც მოგველის, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს.

კარგად ხედავთ რა ხდება ყველაზე განვითარებულ, ყველაზე მაგარ ქვეყნებში, ყველაზე მაგარი ჯანდაცვის სისტემით. ვერც ერთ ქვეყანაში, ვერც ერთი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, სულ რომ გერმანული საავადმყოფოებისგან გადმოვიტანოთ თავისი გერმანელი ექიმებით, ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება, თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს. ეს არის რეალობა. ვერც ერთი სისტემა ვერც ერთი ექიმი, ვერც ერთი საავადმყოფო ვერ გაუძლებს",- განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: სულ რომ გერმანული საავადმყოფოები გადმოვიტანოთ საქართველოში თავისი ექიმებით, ვერ გაუძლებს თუ ჩვენ ყველა ერთად გავხდებით ავად და ეს მოხდება თუ არ დავიცავთ წესებს - პაატა იმნაძე

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“