ამირან გამყრელიძე - წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა

ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ, რომ დაცული იქნეს აქციაზე დისტანცია, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრილეძემ დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე განმარტებით, ნებისმიერი თავყრილობა, მიუხედავად მისი მიზნისა უარყოფითად აისახება პანდემიის მიმდინარეობაზე. ამასთანავე, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა.

„ეპიდემიის განვითარების ამ ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი, წერტილოვანი შეზღუდვები. ამიტომ, ჩვენც მივდევთ წერტილოვანი შეზღუდვების ამ ტაქტიკას, განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ე.წ ლოკდაუნები. კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების, რაზეც იმსჯელა დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ნებისმიერი, იქნება პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, დიდი თავყრილობები, არის პანდემიის მიმდინარეობის პროცესში წინააღმდეგ ჩვენება. რჩევაა დიდი თავყრილოებებისგან თავის არიდება. მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა გამოხატვის თავისუფლება, ამიტომ უნდა შემოვიფარგლოთ, რომ დაცული იქნეს აქციაზე დისტანცია, ყველას უნდა ჰქონდეს პირბადე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს