Mastercard-ის ახალი აქცია - შეუკვეთე "კარფური" "ვოლტით" და ისარგებლე უფასო მიტანით

Mastercard-ის ახალი აქცია - შეუკვეთე "კარფური" "ვოლტით" და ისარგებლე უფასო მიტანით

Mastercard-ი, ციფრული გადახდების ლიდერი საქართველოში, აგრძელებს სწრაფვას ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემცირებისკენ მსოფლიო მასშტაბით და ამ მიზნით მომხმარებელს, გამუდგმებით სთავაზობს ციფრულ ინოვაციებსა და გადახდის ახალ მეთოდებს.

ამჯერად, კომპანია ისეთ ბრენდებთან გაერთიანდა, როგორებიც Wolt და Carrefour არიან. აღსანიშნავია, რომ Carrefour სულ ახლახანს დაემატა Wolt-ზე და მომხმარებელს ამიერიდან შეუძლია მიიღოს1000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, სურსათი, ხილ-ბოსტანი და ჰიგიენური საშუალებები სახლიდან გაუსვლელად.

6 ნოემბრიდან, Mastercard-ით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები თბილისსა და ბათუმში, უფასო მიტანის სერვისით ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის კომპანიების პირველი კოლაბორაცია - COVID-19 პანდემიის დასაწყისში, საგანგებო მდგომარეობის დროს, Mastercard და Wolt გაერთიანდნენ და მომხმარებელს, უფასო მიტანის სერვისი შესთავაზეს.

ხოლო, რამდენიმე თვის წინ, Mastercard და Carrefour ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში ხანდაზმულ ადამიანების დაეხმარნენ - Carrefour-ის ნებისმიერ ფილიალში, 1 თვის განმავლობაში, Mastercard-ით გადახდილი თანხის ნაწილი, მარტოხელა მოხუცების დახმარების ფონდში გადაირიცხა.

(R)