სუს-ში საარჩევნო პროცესის სამი დამკვირვებლის გამოკითხვა დასრულდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საარჩევნო პროცესის სამი დამკვირვებლის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ დამკვირვებლების ადვოკატმა, გიორგი გოგინავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სამივე პირმა უარი განაცხადა უწყებისთვის ჩვენების მიცემაზე და ისინი სასამართლოში გამოიკითხებიან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ისიც, რომ გამოკითხვის ოქმში, გამოძიების დაწყების თარიღად 1-ელი ოქტომბერია მითითებული.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა სამივე პირმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე. ისინი თანახმა არიან სასამართლოს მისცენ ჩვენება და მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 315-ე მუხლით, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების შესაცვლელად. ვინაიდან, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა უარი თქვეს გამოკითხვაზე, უწყებას კონკრეტული შეკითხვები არ დაუსვამს. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ სასამართლოს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოკითხვის ოქმში, სადაც სისხლის სამართლის ნომერია მითითებული, აღნიშნულია, რომ გამოძიება დაიწყო 1-ელ ოქტომბერს. ახლა რატომ დაიბარეს, თუ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვეა გასული და რა მიზანს ემსახურება ეს, არ ვიცი. სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ მიმართავს საგამოძიებო უწყება სასამართლოს შუამდგომლობით დაკითხვასთან დაკავშირებით”,- განაცხადა გოგინავამ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“