დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინის გადადგომაზე ინფორმაცია სრული სისულელეა - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია

კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია და ის გადადგომას არ გეგმავს.

„სრული სისულელეა, ის გადადგომას არ გეგმავს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია,“- განაცხადა პესკოვმა.

გამოცემა The Sun-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვლადიმერ პუტინი გადადგომას გეგმავს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა