„ევროპის უნივერსიტეტმა" რუმინეთის მიერ ორგანიზებულ ერასმუსის პერსონალის ტრენინგ კვირეულში მიიღო მონაწილეობა

ვირტუალური მობილობის ფარგლებში "ევროპის უნივერსიტეტის" საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლები პარტნიორის, ტიმიშოარას დასავლეთ უნივერსიტეტის (რუმინეთი) მიერ ორგანიზებულ ერასმუსის პერსონალის ტრენინგ კვირეულს დაესწრნენ. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში უმაღლესი განათლების სფეროში ინტერნაციონალიზაციის პროცესის შესწავლის მიზნით, კვირეულში მონაწილეობდნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მსოფლიოს 30-მდე ქვეყნიდან.

ტრენინგ-კვირეული მოიცავდა სესიებსა და სემინარებს უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ, კარგი პრაქტიკის მაგალითებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და რუმინულ ენასთან და კულტურასთან ინტერაქციის ვირტუალურ შესაძლებლობებს.

კვირეულის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს