გიორგი გახარია - ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება, პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხარვეზებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს შესაბამისი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

„31 ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, როგორც დემოკრატიის ფუნდამენტური უფლების შესაბამისი არჩევნები. ეს არის ფაქტი. რა თქმა უნდა ხარვეზები არსებობდა. ჩვენ გარდამავალი დემოკრატია ვართ და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს. ხარვეზები არსებობს იმისთვის და დემოკრატიული განვითარება არსებობს იმისთვის, რომ მსგავს ხარვეზებს ვუპასუხოთ შესაბამის დემოკრატიულ ფორმატებში, სამართლებრივი პროცედურების გავლით და ქუჩაში. განსაკუთრებით, ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამიტომ, ჩვენ ერთი რამ გვჯერა - ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც არსებობდა, არის გამოსწორებადი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. არ დაგვავიწყდეს კიდევ ერთი რამ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ გაკეთებული არჩევანი, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 9 პოლიტიკური პარტიისთვის მანდატის მინიჭება ეს პასუხისმგებლობის მინიჭება იყო. ეს იყო პასუხისმგებლობის მინიჭება და დავალება, 24 საათი ვიშრომოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად და არა ქუჩის აქციების მოსაწყობად. ხარვეზები, რომელიც არსებობდა, უნდა დადგინდეს, უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გამოკვლევა და უნდა მიეცეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს