გვატემალაში ქარიშხალ „ეტას“ 150-მდე ადამიანი ემსხვერპლა

გვატემალაში, ქარიშხალ „ეტასგან“ გამოწვეული ძლიერი წვიმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 150-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გვატემალელმა ჯარისკაცებმა მიაღწიეს მთიან სოფლამდე, სადაც მეწყერს სულ მცირე 100 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ქარიშხალ „ეტას“ მსხვერპლი ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა. მძიმე მდგომარეობაა ჰონდურასშიც. სოციალურ ქსელსა და მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ დადიან ადამიანები ჰონდურასის დატბორილ ქუჩებში. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიას ქვეყანაში სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ქარიშხალს ნიკარაგუაში 2 მოზარდი შეეწირა.

ცენტრალური ამერიკის ქვეყნებს ქარიშხალი „ეტა“ რამდენიმე დღის წინ დაატყდა თავს. მეტეოროლოგების ცნობით, „ეტა“ ამერიკის კონტინენტზე 2020 წლის ყველაზე ძლიერი ქარიშხალია და სიძლიერით მე-4 კატეგორიას მიეკუთვნება.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს