კახა ოქრიაშვილი - ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება! მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე

კახა ოქრიაშვილი - ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება! მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ  8 ნოემბერს, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მოსახლეობას 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ, აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა, ყველას ვისაც მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და მისი ხმები მოპარულია, მოგიწოდებთ, გამოხვიდეთ კვირას, 8 ნოემბერს, პარლამენტის წინ, მშვიდობიან აქციაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ხმები!

გთხოვთ, თითოეულ მოქალაქეს, პასუხისმგებლობით მოეკიდოთ ვირუსის გავრცელების საშიშროებას და იქონიოთ პირბადე. ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება!“ - აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

(R)