ზაალ უდუმაშვილი - გაფრთხილების გარეშე, მშვიდობიან მანიფესტანტებს დაუშვეს წყლის ჭავლი - ხელისუფლება რაც უფრო მეტ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა

მოვლენების განვითარება ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა , - ასე ეხმაურება პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლის გამოყენებას.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, საზოგადოების პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბური გახდება.

“ეს არის ხელისუფლების პასუხი ხალხის მოთხოვნაზე, იმ ათი ათასობით ადამიანის მოთხოვნაზე, რომელიც დღეს ქუჩაში იდგა. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, აქ მოსულ მშვიდობიან მანიფესტანტებს დაუშვეს წყლის ჭავლი, არიან დაზიანებულებიც, მაგრამ თუ ჰგონიათ, რომ საკუთარ თავს გადაირჩენენ, ძალიან ცდებიან. პროტესტი გაგრძელდება, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება, იმიტომ რომ ხალხი ხედავს, რას პასუხობს ხელისუფლება მათ მოთხოვნებს. მოვლენების განვითარება ახლა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტ ასეთ უგუნურ ნაბიჯს გადადგამს, მით უფრო მძიმე კრიზისში შევა ქვეყანა. მუხტი და განწყობა არის ისეთი, როგორიც უნდა ჰქონდეს იმ ხალხს, ვისაც მოპარეს და წაართვეს არჩევნები. ეს ხალხი იქნება 24 საათი საპროტესტო რეჟიმში, ვიდრე არ მიაღწევს საბოლოო შედეგს“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, პოლიციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, წყლის ჭავლის გამოყენება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან აღმართული დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს