გიგი უგულავა - გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის

რა გონიათ, გამოკიდებულები არიან სკამებზე და მთელი ცხოვრება იქნებიან? ხალხი ისეთი გამწარებულია, ცოცხლად შეჭამს ამათ უკვე , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, აუცილებლად დამარცხდება.

„გავეშებულია ხელისუფლება და ყველაფერზე მიდის, რატომ გვიკვირს წყლის ჭავლის გამოყენება, როდესაც გუშინ ორი უდანაშაულო ადამიანი დაიჭირეს და ძმაკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა დააბრალეს. მანამდე, სამი კვირა, მხოლოდ იმიტომ, რომ „იმედის“ ეთერზე დაეწერათ - „გარეჯი საქართველოა“ ორი კაცი დაიჭირეს. ეს წარწერა დღეს გაქრა და ისე აღარ ანაღვლებთ მაგათ გარეჯი, როგორც აქამდე არ ანაღვლებდათ. ამიტომ, არაფერი არ უნდა გვიკვირდეს. ესენი ყველანაირ ბრუტალობას გამოიყენებენ. ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაზეა გადასული, აუცილებლად დამარცხდება. ივანიშვილი, რასაც დათესავს იმას მოიმკის, ზამბარა უკვე იქამდე გაწელა, რომ ცხვირში ისე მოხვდება, მთელი ცხოვრება შვილებს და შვილიშვილებს ემახსოვრებათ. სამარცხვინოა ეს. რა ჰგონიათ, გამოკიდებულები არიან სკამებზე და მთელი ცხოვრება იქნებიან? ხალხი ისეთ გამწარებულია, ცოცხლად შეჭამს ამათ უკვე. გამოყავთ ეს კობახიძე, ვიღაცა ღლაპი და ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, ორასი კაცი იყო გამოსულიო, ცხოვრება არ უნდა ამ ქვეყანაში? რეებს კადრულობს? ადამიანი რომ შეხვდება, ცოცხლად გაგლიჯავს, ეს უნდა? ესენი რომ დარჩნენ, მშვიდობა არ იქნება იმიტომ, რომ გადავიდნენ ყველა ზღვარს“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეები პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო