ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულებს, აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამათლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდა, რომლის ოდენობის განსაზღვრაც სასამართლოს მიანდო.

ხუსკივაძესა და კობალაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს.

პროკურატურამ აკაკი კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო აკაკი ხუსკივაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ იძულებას, მუქარას და ქრთამის მიცემას, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვას გულისხმობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა