სერგი კაპანაძე - თუ გადაწყვეტენ დარბევას, დაკავებას, დაჯარიმებას, ამისთვის მზად ვართ

ხელისუფლება ერთხელ რომ აირჩევს უკანონო გზას, შემდეგ ამ გზას მიყვება ბოლომდე, მაგრამ ეს ჩვენ არ გვაშინებს - თუ გადაწყვეტენ დარბევას, დაკავებას, დაჯარიმებას, ამისთვის მზად ვართ,- ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა ოპოზიციას მოლოდინი, რომ შესაძლოა დღევანდელი აქციაც გუშინდელი დღის სცენარით წარიმართოს.

მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ძალას კვლავ გამოიყენებს.

“არანაირი საფუძველი არ იყო წყლის ჭავლის გამოყენების, როდესაც 40 ადამიანი იყო მისული. მითუმეტეს მესერი, რომელზეც გადავიდნენ, არ იყო ცესკოს მესერი, ეს იყო პარკინგის. აჩვენეს სრული პანიკა, აჩვენეს ნევროზულობა და შემდეგ გააგრძელეს და კიდევ უფრო დაძაბეს მდგომარეობა. ამ გზას რადგანაც დაადგნენ, კიდევ ექნებათ ასეთი მცდელობები, კიდევ გამოიყენებენ ძალას, მაგრამ არავის ეშინია მაგათი გამოყენებული ძალის. მათ მიიტაცეს ძალაუფლება და ამაზე მიიღებენ საზოგადოებისგან პასუხს”,- განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, კაპანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია დიალოგისთვის მზადაა, თუმცა ის მხოლოდ ახალ არჩევნებთან დაკავშირებით უნდა იყოს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ