ჯანმო - მარტისთვის შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ვითარებაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ "კოვიდ-19"-ის საწინააღმდეგო პირველ ვაქცინებს 2021 წლის მარტისთვის მიღებს, რაც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებას. ამის შესახებ ჯანმოს გენერალური დირექტორის მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა.

„მარტისთვის, როგორც გამონაკლისი სამუშაოების შედეგი, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, შესაძლოა, აღმოვჩნდეთ ვითარებაში, რომელიც ფუნდამენტურად შეცვლის პანდემიასთან დაკავშირებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის უკვე გვექნება არა მხოლოდ საშუალებები, არამედ ვაქცინებიც“,- განაცხადა ეილვარდმა ჟენევაში მიმდინარე მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო 73-ე ასამბლეაზე.

გარდა ამისა, ჯანმო იმედოვნებს, რომ 2021 მარტისთვის გამოჩნდება ვირუსზე ტესტირების დამოუკიდებელი საშუალებები.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა