ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ - მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

„პატივცემულო მოქალაქეებო, ძმებო და დებო, პირადად ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელი მოვაწერე განცხადებას ყარაბაღის ომის შეწყვეტის შესახებ 01:00 საათიდან“, - დაწერა ფაშინიანმა „ფეისბუკის“ გვერდზე.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მიღებულია საომარი სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე. მან ამ ნაბიჯს საუკეთესო უწოდა შექმნილ ვითარებაში და საომარი მოქმედებების შეწყვეტას უწოდა არა გამარჯვება, მაგრამ არც დამარცხება.

„ჩვენ არასოდეს ვაღიარეთ საკუთარ თავს გამარჯვებულად და ეს უნდა იქცეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის დასაწყისად. მუხლს ვიდრეკ ყველა ჩვენი გარდაცვლილის წინაშე. ქედს ვიხრი ყველა სამხედროს, ოფიცრის, გენერლების, მოხალისეების წინაშე, რომლებიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავდნენ სამშობლოს. მათ თავისი თავგანწირვით გადაარჩინეს არცახელი სომხები. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოდით და ჩვენ გავიმარჯვებთ. არცახი დგას. გაუმარჯოს სომხეთს, გაუმარჯოს არცახს“ , - წერს ფაშინიანი.

იხილეთ ვიდეო: ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო