აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ დილის 05:00 საათამდე დარჩა. აქტივისტებმა 05:00 საათზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, დღევანდელ აქციაზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის, სავარაუდოდ, 20-მდე პირი დააჯარიმეს.

"სირცხვილიას" აქტივისტის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, მოგვიანებით დროებითი დაკავების იზოლატორთან მივლენ, რათა აქციაზე დაკავებული გიორგი მჟავანაძე გაამხნევონ, რომელსაც მათივე ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, სხეულზე დაზიანება აღენიშნება.

პარლამენტის შენობის წინ მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების აქცია 9 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას და ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვენ. აქციის ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, მოქალაქეების ნაწილმა დაწესებული შეზღუდვების მიმართ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და პარლამენტის შენობასთან დარჩა.

იხილეთ ვიდეო: აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე გაათენა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს