ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მოსწავლეებს ახალ პროექტს „უნილაბი სკოლაში“ სთავაზობს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკვირაო სკოლა მთელი საქართველოს საშუალო საგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „უნილაბი სკოლაში“. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, პროექტი „უნილაბი სკოლაში“ დისტანციურად განხორციელდება სკოლის მე-8-მე-12- კლასელებისთვის.

მათივე ინფორმაციით, მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ღია ლექციების ფორმატით გაეცნონ თანამედროვე პროფესიებს, ასევე მოიპოვონ დაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან და პროგრამირების მიმართულებით გაიარონ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სამი პრაქტიკული კურსიდან ერთ-ერთი: Front-end დიზაინის საწყისები, Unity 3D • C# შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის გავლის ხარჯებს სრულად დაფარავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

"პროექტში მონაწილეობა სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს: მეტი ინფორმაცია მიიღონ მომავლის პროფესიებზე; ადრეული ასაკიდანვე აღმოაჩინონ ინტერესის სფერო და შესაბამისად გაიღრმავონ ცოდნა; გაეცნონ ისეთ ინფორმაციას, რომელიც სასკოლო პროგრამაში არაა გათვალისწინებული; თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული დავალებების საშუალებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიის საფუძვლებს; შეიძინონ ახალი მეგობრები ტექნოლოგიების სამყაროდან. პროექტი სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავს ღია ლექციებს, რომლებიც მოსწავლეებს გააცნობს თანამედროვე პროფესიებს და მოამზადებს პროექტის მეორე ეტაპისთვის. კერძოდ, ღია ლექციებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეები შეასრულებენ სატესტო დავალებებს, რომელთა წარმატებით შესრულებაც განსაზღვრავს დაფინანსების მოპოვებისა და კურსის გავლის შესაძლებლობებს. მეორე ეტაპზე შერჩეული მოსწავლეები, რომლებიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მოიპოვებენ დაფინანსებას, გაივლიან სამი პრაქტიკული კურსიდან (Front-end დიზაინის საწყისები; Unity 3D; C#) ერთ-ერთს; სასწავლო პროცესი წარიმართება სინქრონულ-დისტანციურ ფორმატში (Synchronous distance learning). თითოეული კურსი მოიცავს 14 ლექციას. კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეები იმუშავებენ რეალურ პროექტებზე. • მესამე ეტაპზე კი მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით 1 თვის განმავლობაში იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ამ პერიოდში მათ კონსულტაციებს ლექტორები გაუწევენ. პროექტის მონაწილეებს ექნებათ საშუალება შეიძინონ ცოდნა თანამედროვე პროფესიებში, ისარგებლონ უნილაბის სადისკუსიო სივრცით, დასვან შეკითხვები, მიიღონ რჩევები და რეკომენდაციები გამოცდილი ლექტორებისა და სტუდენტებისაგან, იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა. სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებულ ფინალურ პროექტებს შეაფასებს პროექტის ჟიური. თითოეული კურსის ფარგლებში გამოვლინდება რჩეული პროექტი.

რჩეული პროექტის ავტორი დასაჩუქრდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირობებიანი სასტიპენდიო ვაუჩერით. ასევე სხვადასხვა პრიზით, რომლებსაც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები დააწესებენ. ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა? პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-8-მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს, რომელიც დაინტერესებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, სურს ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება და წარმატებით შეავსებს სააპლიკაციო ფორმას 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. როგორ მივიღო მონაწილეობა პროექტში? პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ თქვენთვის საინტერესო კურსის სააპლიკაციო ფორმა 2020 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

კურსის „Front-end დიზაინის საწყისები“ სააპლიკაციო ფორმა - shorturl.at/pszF7, კურსის „Unity 3D“ სააპლიკაციო ფორმა - shorturl.at/zARW4, კურსის „C#“ სააპლიკაციო ფორმა - shorturl.at/epEPY",-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო