აკაკი ბობოხიძე - „ქართული ოცნება“ კაპიტულაციას გვთავაზობს, მოდით, დაგვნებდით და მიიღეთ ის, რასაც გიწყალობებთო -  ეს ასე არ იქნება!

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს,- ასე შეაფასა “ევროპული საქართველოს” წევრმა, აკაკი ბობოხიძემ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა პარტიას დიალოგისკენ.

როგორც ბობოხიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, „ქართული ოცნება“ ოპოზიციას კაპიტულაციას სთავაზობს, მოდით, დაგვნებდით და მიიღეთ ის, რასაც გიწყალობებთო“.

„ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. ძალიან „ღელავენ“ ამომრჩევლის დაკარგულ ხმებზე. გუშინ გაიხსნა საბურთალოზე ერთ-ერთი ოლქი, თან არა ის ოლქი, რომელსაც პარტიები ვითხოვთ, ასე ვთქვათ შედარებით მსუბუქი ოლქი გაიხსნა. 0 ეწერა „ევროპულ საქართველოს“ და ამ დროს, 30 ხმა აღმოჩნდა სხვის ხმებზე მიმატებული, 5 ხმა აღმოჩნდა საერთოდ გაუქმებულ ბიულეტენებში. ამ ხმებს ვინ დათვლის, ვინ დააბრუნებს მოქმედებაში? ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები ნორმალური ადმინისტრაციის პირობებში. „ქართული ოცნება“ ამ განცხადებებს მარტო უცხოელებისთვის აკეთებს, ვალს იხდის, მათ შორის მოქალაქეების წინაშე, მაგრამ რეალური ნაბიჯების გადამდგმელი არ არიან. ხვალიდან უბრალოდ შეუძლებელია რაიმე გამოსწორდეს. ხვალ შემაჯამებელი ოქმები დადგება საარჩევნო კომისიებში. ასე რომ, რაიმეს გასწორებაზე საუბარი ზედმეტია. „ქართული ოცნება“ გვთავაზობს კაპიტულაციას, მოდით, დაგვნებდით და მიიღეთ ის, რასაც გიწყალობებთო. ეს ასე არ იქნება. ჩვენ წინ გველოდება პოლიტიკური ბრძოლები, რომელიც აუცილებლად „ქართული ოცნების“ მარცხით დამთავრდება ისევე, როგორც წინა რაუნდები დამთავრდა. ოღონდ, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში ასევე გარდაუვალია მძიმე ეკონომიკური კრიზისი“,-განაცხადა ბობოხიძემ.

მისი შეფასებით, მალე ხელისუფლებას სესხის აღების საშუალებაც აღარ ექნება იმისთვის, რომ მშიერი მოქალაქეები გამოკვებოს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ხელში კატასტროფა გველოდება. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი შექმნეს“,-განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადაიტანონ. კალაძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა