დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ს 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების 2020-2021 წლების საბიუჯეტო კანონპროექტი საქართველოსთვის 132 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, იმავე დოკუმენტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი გზავნილია და აღნიშნული კანონპროექტი ცხადყოფს, რომ საქართველო აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

დავით ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელში საქართველოს მიმართ ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიონი დოლარით გაიზარდა.

„2020 წლის 10 ნოემბერს გასაჯაროვდა 2020-2021 ფისკალური წლის აშშ-ს საბიუჯეტო კანონის სენატის ასიგნების კომიტეტის ვერსია. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, საქართველოს დასახმარებლად 132 მილიონი აშშ დოლარი განისაზღვრა. პროექტის ამავე ქვეთავში ასევე მოქცეულია საქართველოს მხარდამჭერი გზავნილი. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რომლის თანახმადაც კანონით გამოყოფილი ფინანსებით ვერ ისარგებლებს იმ სახელმწიფოს ცენტრალური მთავრობა, რომელთან მიმართებაშიც აშშ-ს გენერალური მდივანი დაადგენს და შესაბამის კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ან ცხინვალის დამოუკიდებლობა და ან მათთან დაამყარა რაიმე სახის ურთიერთობები. კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებს ცხადყოფს, პირველი, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი აშშ-ს საკანონმდებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მთლიანად ევროპის უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“,-აღნიშნა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს