Covid-19-ის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მანდატურები მოქალაქეთა ინფორმირებას ცხელი ხაზის მეშვეობით განაგრძობენ

Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს დიდ ქალაქებში საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე მუშაობას აგრძელებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტოდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისში, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები, მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - „144“ მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან.

“სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებამდე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მოქალაქეებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს