შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატი - გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებით

გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა. მაშინ როცა, ბრალდების მხარეს არ შეუძლია ერთი მტკიცებულების წარმოდგენაც კი, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებით, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ ცუცქირიძის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, ბრალდების მხარეს ერთი მტკიცებულებაც კი არ გააჩნია, რომელიც ხიდის ეპიზოდზე ფიზიკურ დაპირისპირებაში ნიკოლოზ ცუცქირიძის მონაწილეობას დაადასტურებს.

„ჩვენ არ ვახდენთ ფაქტების ინტერპრეტაციას, ჩვენ მოვახდინეთ კონკრეტული მოწმის ჩვენებების ციტირება და მივუთითეთ კონკრეტული დრო, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები უთითებენ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც გამორიცხავს წარდგენილ ბრალს. შესაბამისად, განსხვავდება ინტერპრეტაცია და ციტირება მათ მიერ სასამართლოში დაფიქსირებული ფრაზებისგან. ბრალდების მხარეს აღნიშნული დასკვნითი სიტყვა გადაცემული აქვს და შეუძლიათ დეტალურად გაეცნონ იქ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარეს დავუსვი კითხვა, ერთი მკიცებულება დაასახელონ ბრალდებულ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებაში, რომელიც დაადასტურებს მის მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში ხიდის ეპიზოდზე. ამაზე პასუხი რეპლიკის დროს ბრალდების მხარისგან ვერ მივიღე. როცა ბრალდების მხარე ამბობს, რომ მას აქვს გამართული, მტკიცებულებებით გამყარებული სისხლის სამართლის საქმე, რატომ ვერ მოაქვს ვერცერთი მტკიცებულება იმის დამადასტურებელი, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძე ხიდის ეპიზოდში ჩართული იყო დაპირისპირებაში და ის ფიზიკურად გაუსწორდა კონკრეტულ პირს. როცა ასეთ კითხვაზე ბრალდების მხარე პასუხს ვერ ცემს, არც სასამართლოს არ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

ბრალდების მხარეს შეიძლება რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, ვერ მექნება იმის მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, აღნიშნული არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან. გამამტყუნებელ განაჩენს სჭირდება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ როცა ბრალდების მხარეს არ შეუძლია ერთი მტკიცებულების წარმოდგენაც კი - მტკიცებულებათა ერთობლიობაზე საუბარი ზედმეტია, ჩვენ გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდებით“, - განაცხადა ბერიანიძემ.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 6 არასრულწლოვანია დაკავებული. მათ ჯგუფურ ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს