თენგიზ ცერცვაძე - არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს

არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით კეთდებოდეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, მკაცრი კარანტინის არგამოცხადების პირობებში აუცილებლად უნდა იყოს დაცული ყველა ის რეგულაცია, რაც კორონავირუსის პრევენციისთვის არსებობს.

„ "ლოკდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ამ მზარდი სტატისტიკის შეჩერების პირობებში ორი გზა არსებობს: ერთი, მთელი საზოგადოებრივი აზრის მობილიზაცია უნდა მოხდეს იმისათვის, რომ ყველამ მკაცრად შევასრულოთ გაწერილი რეგულაციები, რაც გულისხმობს პირბადეების აუცილებელ ტარებას როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. ასევე სოციალური დისტანციის დაცვა, ხელების ჰიგიენა და ხალხმრავალი ადგილებში ყოფნისგან თავის შეკავება. თუ რომელიმე გარკვეული სპეციფიკის გამო, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესები მაქვს მხედველობაში, ვერ ხერხდება, სასურველია მოხდეს. დღეს არავითარი გამართლება არ აქვს ხალხმრავალ თავყრილობებს, თუნდაც ის კეთდებოდეს კეთილი ზრახვებით და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის საბაბით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს