აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, უმრავლესობასთან დიალოგის საგანი მხოლოდ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს.

„რა თქმა უნდა, დიალოგი უნდა დაიწყოს, მაგრამ დიალოგი უნდა იყოს ხელახალ არჩევნებზე“,-აღნიშნა ნათელაშვილმა.

ამასთან, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების მიწვევით მივიდა.

„საუბარი შეეხება საარჩევნო ვითარებას, კრიზისს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. ჩვენ პარტიის პოზიციაა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნას ვითხოვთ და არ შევდივართ პარლამენტში“,-აღნიშნა მან.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს