გიგი უგულავა - ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა

საბოლოოდ, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა,-ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" განმარტა, მოლაპარაკებების მიუხედავად, შაბათს, 14 ნოემბერს საპროტესტო აქცია მაინც ჩატარდება.

“არ არს დაფარული, რაც არა გაცხადდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, არც დაფარული არის რაიმე და არც რაიმეს გაცხადება არ სჭირდება. რასაც საჯაროდ ვამბობთ, იმას ვამბობთ ელჩებთანაც. რა გგონიათ, გარეთ სხვას ვლაპარაკობთ და შიგნით სხვას?! კომპრომისი რაში შეიძლება იყოს?! ჩვენი პოზიცია ვუთხარით. გუშინდელ და დღევანდელ დღეს შორის განსხვავება ფორმაშია. იმის გამო, რომ შუაში ელჩები სხედან და იმის გამო, რომ ბატონმა თალაკვაძემ ინება და მობრძანდა, უკვე საუბრის ფორმა მისცა, მან მოისმინა სრულიად ოპოზიციის პოზიცია და ჩაიწერა. რა არ იცოდა? ყოველდღე ესმის ფანჯრების ქვემოდან შეძახილი. ახალი არის პროცესი, რომელშიც ხელისუფლება შემოვიდა. რითი დამთავრდება, ვერ გეტყვით“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები საქართველოს პარტნიორები იყვნენ.

„აქამდე ხელისუფლება ჭირვეულობდა, მხოლოდ დიალოგზე საუბრობდა ვერბალურად, გვესმოდა მესიჯ - ბოქსი გახარიადან. უნდა ითქვას, რომ კობახიძე თანამიმდევრულია, არავითარ დიალოგს არ ითხოვს, გარდა პირდაპირ ჩვენი დახვრეტისა. მკაფიოდ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, ეს პროცესი არ ანაცვლებს არაფერს, პირიქით, ეს პროცესი იმიტომ დაიწყო, რომ ხალხის პროტესტია ქუჩაში. ისინი მტკიცედ ითხოვენ გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას. აბსოლუტურად მტკიცე ერთსულოვნება არსებობს ოპოზიციაში. საბოლოოდ, ჭირვეულის მორჯულების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ამიტომ, მეგობრებო, შაბათს, 15:00 სთ-ზე ვიკრიბებით. ქუჩის პროტესტი გაგრძელდება. აბა, ამ დიალოგს მეორედ მოსვლამდე გაგვიწელავენ“, - განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა