ამირან გამყრელიძე - თვის ბოლომდე საწოლფონდი 8 500-მდე უნდა ავიდეს - თუ ეს საკმარისი არ იქნა, არსებობს გეგმა “ბ“, რომელიც დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს

ამ თვის ბოლომდე საწოლფონდი 8 500-მდე უნდა ავიდეს - თუ ეს საკმარისი არ იქნა, არსებობს გეგმა “ბ“, რომელიც დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც გამყრელიძემ განმარტა, ე.წ. საველე ჰოსპიტლების იდეა განიხილება და მუშავდება, მაგრამ ამ ეტაპზე არასაველე საწოლების მობილიზება ხდება.

“დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მობილიზირებულია დაახლობით 5 500-მდე საწოლი. დღევანდელი რიცხვით საავადმყოფოებში 4 751 პაციენტი წევს და ყოველდღიულად ხდება საწოლფონდის მობილიზება, რომელიც ამ თვის ბოლომდე 8 500-მდე უნდა ავიდეს. თუ 8 500 საკმარისი არ იქნა, მაშინ არის გეგმა “ბ“, რომელიც დიდი სხვა სივრცეების მობილიზებას გულისხმობს, მათ შორის დავარქმევთ ამას საველე ჰოსპიტალს თუ დიდ სივრცეებს, სადაც შეიძლება დამატებითი ადგილები იყოს გამონახული, რათა პაციენტებს ჰოსპიტალური დახმარება მიეწოდოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ