ოთარ კახიძე - ამომრჩეველი არჩევანს აკეთებდა არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ორგანიზებული ჯგუფი ბიულეტენს გარეთ უხაზავდა, ასეთი ბიულეტენების რიცხვია 8404

არავის იმის ილუზია არ აქვს, რომ თქვენ პროფესიული ნიშნით შერჩეული პიროვნებები ბრძანდებით, თქვენ რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებთ და ამ გადაწყვეტილებასაც შეაფასებს ქართველი ხალხი და ქართველი საზოგადოება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ოთარ კახიძის განცხადებით, არჩევნების დროს ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს ორგანიზებული ჯგუფი გარეთ უხაზავდა ბიულეტენს და ასეთი 8404 ბიულეტენი ფიქსირდება. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი 566 საჩივრიდან, დაკმაყოფილდა მხოლოდ სამი.

,,მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა თუ რა მასშტაბის იყო არჩევნების გაყალბება საქართველოში ამ საპარლამენტო არჩევნებზე. კანონის თანახმად, არჩევნები უნდა იყოს ფარული და თავისუფალი. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი იყო მასშტაბი ბიულეტენების გარეთ გატანის და გარედან შემოტანის. ამომრჩეველი არჩევანს აკეთებდა არა საარჩევნო ყუთთან, არამედ მას ორგანიზებული ჯგუფი გარეთ უხაზავდა ბიულეტენს და ატანდა შიგნით ჩასაგდებად. ამგვარი ბიულეტენების ზუსტი რიცხვია 8404 და ხმების რაოდენობა დაახლოებით 200 000-ს შეადგენს. გარდა ამისა, ზედმეტი ბიულეტენი არის აღმოჩენილი 200-ზე მეტ უბანზე და ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ზე მეტია. ამასთან, საარჩევნო ოლქის კომისიას უნდა გადაეთვალა ის უბნები, სადაც ფიქსირდებოდა დისბალანსი - არ ემთხვეოდა ერთმანეთს მოსული ამომრჩევლის რაოდენობა და ბიულეტენების რაოდენობა.

566 საჩივარი შევიტანეთ გადათვლაზე და დაგვიკმაყოფილდა მხოლოდ სამი. ეს არის სურათი, რომელიც უნდა იყოს ყველასთვის ცნობილი. არავითარი ილუზია იმის, რომ ცესკო ამას გაითვალისწინებს და ოლქების შემაჯამებელ ოქმებს ბათილად ცნობს ჩვენ არ გვაქვს, უბრალოდ ყველა სამართლებრივ პროცედურას გავდივართ. ქუთაისში, სადაც მე ვიყრიდი კენჭს 80-ე უბანზე საარჩევნო კონვერტში აღმოჩნდა 2018 წლის პრეზიდენტობის ბიულეტენი, სალომე ზურაბიშვილის ბიულეტენი ჩააგდეს და ცარიელი ბიულეტენი გარეთ გაიტანეს. ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის ნაცვლად ხელი მოაწერა ე.წ. პროფესიონალმა წევრმა ოქმზე. გაყალბების ამ მასშტაბის და მანიპულაციების შემდგომ, როგორ შეიძლება ნდობა ჰქონდეს რომელიმე გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებთ თქვენ ან თქვენმა ქვემდგომმა. სწორედ ამიტომ, „ევროპული საქართველო“ გაყალბების ამ მასშტაბის გათვალისწინებით ითხოვს ხელახალი არჩევნებისთვის მომზადებას, ოღონდ მას უნდა გაუძღვეს არა დისკრედიტირებული ფიგურა თქვენი სახით და ამ კომისიის წევრების სახით, არამედ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი საარჩევნო კომისია, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ცენტრალური კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას შეფასებით, ის რიცხვები, რომელიც ოთარ კახიძემ დაასახელა აბსოლუტურად არასწორი და ასტრონომიულია.

მისივე თქმით, ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული 8000-მდე ოქმიდან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს განსხვავებული მოსაზრება მხოლოდ 4 შემთხვევაში აქვს დაფიქსირებული, რაც ნიშნავს იმას, რომ საუბნო კომისიის წევრები ეთანხმებოდნენ იმას, რასაც მოაწერეს ხელი.

,,ის რიცხვები რომელიც ბატონმა ოთარმა დაასახელა აბსოლუტურად არასწორია და არ ვიცი, საიდან ითვლის ამ რაოდენობებს. არაუგვიანეს ხვალისა, ცესკო ოფიციალური ოქმების მიხედვით გამოაქვეყნებს დისბალანსების შესახებ იმ მონაცემებს, რომელზეც ახლა საუბრობენ. ეს საერთოდ არ არის ის რაოდენობა,რომელზეც ეს პოლიტიკური სუბიექტი საუბრობს, არ ვიცი ეს ასტრონომიული რიცხვები, საიდან აქვს მოტანილი.

მე პირადად არცერთ იმ მოსაზრებას და იმ მონაცემს არ ვეთანხმები, რომელიც ასეთი დეზინფორმაციული სახით გაჟღერდა. ეს გადათვლილია დადასტურებულია და იმ კომისიის წევრების მიერ არის ხელმოწერილი რომელსაც თვითონ ეს სუბიექტები ასაჩივრებენ. 8000-მდე ოქმია ცესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული და მხოლოდ 4 შემთხვევაში აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს განსხვავებული მოსაზრება თანდართული. ეს ნიშნავს იმას, რომ საუბნო კომისიის წევრები ეთანხმებოდნენ იმას, რასაც მოაწერეს ხელი. არცერთი ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მართლა დგას არჩევნების სადარაჯოზე და არ აქვს პოლიტიკური ინტერესები შემაჯამებელ ოქმებს არ ასაჩივრებს ცესკოში“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა