„ჯორჯიან მანგანეზი“ - ნოდარ ტეფნაძისა და თორნიკე ნოზაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მათი კომპანიის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, შუქრუთის მაღაროს საწარმოო ობიექტის ყოფილი დასაქმებული პირების საუბარი, თითქოს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ისინი სამსახურიდან სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესების მოთხოვნის გამო უკანონოდ დაითხოვა სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

"მოგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და ფოტომასალა, სადაც ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროს საწარმოო ობიექტის ყოფილი დასაქმებული პირები საუბრობენ, თითქოს შპს „ჯორჯიან მანგანეზმა“ ისინი სამსახურიდან უკანონოდ დაითხოვა, რასაც საფუძვლად დაედო აღნიშნული პირების მხრიდან ხელმძღვანელობის მიმართ სამუშაო პირობებისა და კვების გაუმჯობესების მოთხოვნა. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნოდარ ტეფნაძისა და თორნიკე ნოზაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც საქართველოში უმსხვილესი დამსაქმებელია და მას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართულ ეკონომიკაში, მიიჩნევს, რომ მსგავსი უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური ბრალდებები აზიანებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს