მედია - ისრაელის სპეცსამსახურებმა ირანში ალ-ქაიდას #2 ლიდერი მოკლეს

ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ირანში აგვისტოში ალ-ქაიდას #2 ლიდერი აბდულა აჰმედ აბდულა მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას the New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აბდულა აჰმედ აბდულა, რომლის ფსევდონომია აბუ მუჰამედ ალ-მასრი, მოტოციკლზე მჯდომმა ორმა მამაკაცმა თეირანის ქუჩებში 7 აგვისტოს ჩაცხრილა.

მასრისთან ერთად მისი ქალიშვილიც მოკლეს, რომელიც „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, უსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი იყო.

გამოცემა წერს, რომ მასრის მკვლელობა, რომელიც ალ-ქაიდას ამჟამინდელი ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა, დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.

„„ალ-ქაიდას“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ფაქტი დამალეს და პასუხისმგებლობა საჯაროდ არცერთ მთავრობას არ აუღია,“- წერს the New York Times-ი.

აბუ მუჰამედ ალ-მასრი აფრიკაში, აშშ-ის ორ საელჩოზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ