ნინო ბურჯანაძე - ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება!

არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად თქვენ დგხარათ, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბურჯანაძემ აღინიშნა, მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც ადამიანებს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს.

„როცა ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ. ჩვენ, თქვენ და მთელ საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, ღარიბი ქვეყანა ხართ და მონები უნდა იყოთო. ვინ იქნება ამაზე თანახმა? არის ერთი ადამიანიც კი, ვინც შეიძლება დაეთანხმოს მონობას? დარწმუნებული ვარ, რომ არა! დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ადამიანი დათანხმდება, რომ იყოს მონა, უუფლებო, ღირსებააყრილი. დიახ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ, ძალიან ღიად, ტელევიზორში გვითხრა, რომ ფული მხოლოდ მას აქვს, ის დააფინანსებს „ქართულ ოცნებას“ და დანარჩენი ყველა უუფლებო იქნებაო. თქვენ დაანახეთ ფულით გაზულუქებულ ოლიგარქს და მის მანქურთებს, რომ ამ ქვეყანაში ღირსება გაცილებით მეტია, ვიდრე მთელი მსოფლიოს ფულები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ის სიხარბე, რაც გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ 8 წლის განმავლობაში, როცა მარტო თავის თავზე იფიქრა, როცა არ იფიქრა თქვენზე, არ იფიქრა ათასობით ბავშვზე, რომელიც მშიერია, არ იფიქრა ათიათასობით და ასიათასობით ადამიანზე, რომელიც სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, არ იფიქრა იმაზე, რომ ემიგრანტები, რომლებიც მართლა ყოველ ღამეს ათენებენ თავიანი მშობლების და შვილების მონატრებით, ქვეყანაში დაებრუნებინა, იმ სიხარბემ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ და გუშინწინ გამოავლინა, დიახ, კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინა და ეს შეცდომა იყო ცესკოში დაშვებული შეცდომა. ფეხბურთზე აღარაფერს ვლაპარაკობ - თავის მოჭრა, სირცხვილი, ადამიანები არ დაეჯარიმებიათ მაინც. თავადვე გადაჭრეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ნებისმიერი გზა გადათვლაზე, რაღაც უაზრო მოლაპარაკებაზე, იმიტომ რომ ვერანაირი აზრიანი ვერ იქნებოდა გადათვლის გაგრძელებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. მხოლოდ და მხოლოდ ახალი არჩევნები არის ის, რაც ადამიანებს მისცემს სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩვენ გვითხრა, თქვენ სასამართლო არ გჭირდებათო. მართალია, ისინი მონებად გვთვლიან, სანამ ჩვენს ძალას არ დაინახავენ. მონებს სასამართლო არ სჭირდებათ, მართალია ჟვანიას გადმოსახედიდან, მაგრამ არა ჩვენი გადმოსახედიდან. ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ჩვენ სასამართლოც გვჭირდება, სამართალიც გვჭირდება, თავისუფდლად არჩეული პარლამენტიც გვჭირდება, ჩვენ არ ვართ მონები და არ დავემორჩილებით ერთი მდიდარი კაცის მონების მიერ დაწესებულ წესებს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, აქ ითქვა, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება, ვერცერთი ლიდერი ვერ გაიყიდება, იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ძალიან მყარად თქვენ დგახართ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, არცერთი ლიდერი არ გაიყიდება!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა