ზაალ უდუმაშვილი - „კოლექტიური გავრილოვები“ მართავენ ქვეყანას - თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის, ამიტომ ვდგავართ დღეს რუსთაველზე

ამ ქვყანაზე ბრძოლის გარეშე არაფერი მოდის, თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მოდის. ამიტომ ვდგავართ დღეს ჩვენ რუსთაველზე, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისთვის და ამ თავისუფლებას აუცილებლად მოვიპოვებთ - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი მძიმე დღეები და წლები გამოიარა ქვეყანამ 8 წლის განმავლობაში და ის 31 ოქტომბერს ელოდა.

"ამ პარლამენტის შენობის წინ ორი დროშა ფრიალებს, ერთი არის სახელმწიფოს სიმბოლო, მეორე არის სიმბოლო თუ საით მიისწრაფვის ეს ქვეყანა, ეს არის ევროპა. ერთი წლის წინ ამ შენობაში ხელისუფლებამ რუსული დროშა აგვიფრიალა გავრილოვის სახით. ეს „კოლექტიური გავრილოვები“ მართავენ დღეს ქვეყანას, ამიტომ გავრილოვების ერა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ბევრი მძიმე დღეები და წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამ 8 წლის განმავლობაში, ბევრ რაღაცას გავუძელით, შეურაცხყოფას, სიღატაკეს და ჩვენი ხალხი 31 ოქტომბერს ელოდა, როდესაც მივიდოდა და შურს იძიებდა ყველა იმ მიყენებულ ტკივილზე, რომელიც მას ივანიშვილის ხელისუფლებამ მიაყენა და მისცა ხმა იმ იმედით რომ ამ ქვეყანაში მოხდებოდა ცვლილებები. ამ კაცმა ესეც მოიპარა, ესეც წაიღო და არ შევარჩენთ, თითოეულ ხმას დავიბრუნებთ, იმ ხმას, რომელმაც აირჩია ამ ქვეყნის ახალი ხელისუფლება. ჯერ კიდევ შარშან ჩვენ ვიდექით ქუჩაში და ვიბრძოდით იმისთვის, რომ ქვეყანას ნორმალური საარჩევნო სისტემა ჰქონოდა. მაშინაც იყო წყლის ჭავლები, რობოკოპები, დარბევები, მაგრამ გავუძელით, იმიტომ, რომ ვიცოდით რისთვისაც ვიბრძოდით, ვიცოდით რაც იყო ჩვენი მიზანი და ჩვენ უკან იდგა ხალხი. გავუძელით და გავიმარჯვეთ. სწორედ ასე, ჩვენი ერთიანობით, გამძლეობით ვიდგებით, გავაპროტესტებთ და მივაღწევთ აუცილებლად ჩვენს მიზანს. ეს არის რეჟიმი, რომელიც ძალიან მკაცრად უსწორდება თავის ოპონენტებს. ვინმე მიპასუხებს რატომ ზის ციხეში გიორგი რურუა, რატომ სხედან ციხეში კარტოგრაფები, რატომ ჩასვეს ციხეში კობალაძე და ხუსკივაძე, იმიტომ რომ ეს ხალხი შეეწინააღმდეგა სისტემას. ამიტომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს! სისტემა, რომელიც ხალხის წინააღმდეგაა მიმართული და არა ხალხის მხარეს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხის სამსახურში. მე ვარ ამაყი, რომ დღეს ოპოზიცია ასე ერთიანად დგას. მე არ მახსოვს ასე ერთიანი ოპოზიცია, რომელიც ასე მიზანმიმართულად იბრძვის, იმიტომ რომ თქვენგან გვაქვს მანდატი, თქვენი სახელით ვიბრძვით და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ბრძოლა გამარჯვებამდე", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა