ალექსანდრე თვალჭრელიძე -  თითქმის დარწმუნებული ვარ და ღმერთმა არ ქნას ვცდებოდე, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება

არჩევნების შემდეგ საქართველოში დამდგარ რეალობაზე, საშინაო პოლიტიკაში მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარებსა და იმაზე, რა გავლენას იქონიებს სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დასრულებული ომის შედეგები, რეგიონში როგორც თურქეთის, ისე რუსეთის გაძლიერება, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კი ჩატარდა, მაგრამ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც ერთი ოპოზიციური პარტია. მათ არაერთხელ განაცხადეს, რომ არც პარლამენტში შევლენ და არც მაჟორიტარული ოლქებში ჩასატარებელ მეორე ტურებში მიიღებენ მონაწილეობას.

აშშ- ელჩისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოდერაციით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ორი შეხვედრა გაიმართა, მაგრამ შედეგი არ დამდგარა. ისეთი პირი უჩანს, რომ დიდი ალბათობით ვერც დადგება, რადგან ხელისუფლება არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას არ აპირებს და არც ოპოზიციას უთქვამს, რომ პარლამეტში შევა.

როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბებულ რეალობას?

- სანამ თქვენს კითხვას ვუპასუხებ, მინდა ზოგიერთ ზოგად, მსოფლმხედველობრივ საკითხს შევეხო. ოცდამეერთე საუკუნეში, საუბედუროდ, ჩვენს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, ცნობიერებაში შეუქცევადი ცვლილებები მოხდა.

დაკნინდა ზნეობა, მორალი, ძირძველი ფასეულობები. დავიწყებას მიეცა ქართული ხასიათისთვის დამახასიათებელი ვაჟკაცობა, გულახდილობა, პატიოსანი სიტყვა, სიმართლისკენ სწრაფვა.

იმ სიტყვებისთვის, რომლითაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ამკობენ, ქართველი, თუნდაც რუსული ხიშტით დათრგუნული, აზნაური თავის მეტოქეს სიცოცხლეს გამოასალმებდა ან კიდევ დაიღუპებოდა უთანასწორო ბრძოლაში. გაიხსენეთ თუნდაც აკა მორჩილაძის შედევრი „ძველი გულებისა და ხმლისა“.

დღეს ეს ყველაფერი დავიწყებულია. შაქარაშვილს, თუ არ მეშლება, თვრამეტი კაცი უსწორდება, ჩვენ ორლულიანი თოფით ვესვრით მეუღლეს, სიდედრს, ნაჯახით ვკვლავთ მამას. ღალატი ქართული სინამდვილის ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მერწმუნეთ, ეს არ არის გლობალიზაციის შედეგი.

პირიქით, მთელ მსოფლიოში გლობალიზაციამ მორალური ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის აღზევება გამოიწვია. მაშ, რა ხდება ჩვენ თავს?

მთელ მსოფლიოში გლობალიზაციამ მორალური ფასეულობებისა და ეროვნული იდენტობის აღზევება გამოიწვია. მაშ, რა ხდება ჩვენ თავს?

შეიძლება ვცდები, მაგრამ ხანგრძლივმა ნაფიქრმა დამარწმუნა, რომ ეს არის ქართული ყოფის არაადექვატური პოლიტიზაციის შედეგი. პოლიტიკური კონფორმიზმი ცხოვრების პრინციპად იქცა, წაგებული არჩევნები ლამის „ტიტანიკის“ კატასტროფაა, პარლამენტს გარეთ დარჩენილ პოლიტიკოსს სასიცოცხლო არეალი ხელიდან ეცლება.

მის გონებაში ჩნდება შეიძლება გულწრფელი, მაგრამ მახინჯი სურათი, რომ, არიქა, ჩემს გარეშე წარღვნაა.

ამიტომ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველაფერი დაშვებულია - ტყუილი, დიფამაცია, ფარული მოსმენები, დაშინება, ამომრჩევლის მოსყიდვა. და ყველაზე შემაშფოთებელია, რომ ამ ტექნოლოგიებს უკლებლივ ყველა რეიტინგული პარტია მიმართავს.

არაერთხელ მითქვამს, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია მესამე, საზოგადოების გამამთლიანებელი ძალა, რომელიც გახლეჩილ პოლიტიკურ სპექტრს გააერთიანებს და თავისი მაგალითით აჩვენებს საზოგადოებას, რომ თურმე ზნეობრივი ძალისთვის არსებობს უზარმაზარი საასპარეზო ველი.

არაერთხელ მითქვამს, რომ ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აუცილებელია მესამე, საზოგადოების გამამთლიანებელი ძალა, რომელიც გახლეჩილ პოლიტიკურ სპექტრს გააერთიანებს და თავისი მაგალითით აჩვენებს საზოგადოებას, რომ თურმე ზნეობრივი ძალისთვის არსებობს უზარმაზარი საასპარეზო ველი

ეხლა უშუალოდ თქვენ კითხვას დავუბრუნდები. მერწმუნეთ, ჩემი ცხოვრების მანძიზე მე კარგად შევისწავლე ჩემი სამშობლო, ვიცი თითქმის ყველა გზა თუ ბილიკი, კარგად ვიცნობ ქართლს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, აფხაზეთს, სამცხე-ჯავახეთს, აჭარას და არა მხოლოდ ბათუმსა თუ ქობულეთს, არამედ ხულოსა და ხელვაჩაურის მიკარგულ სოფლებს, სადაც ფეხით მისვლა გიწევს.

ქართველი კაცი ბრძენია და მას ყველაზე უფრო წყნარი ცხოვრება უნდა, ისეთი ცხოვრება, რომელიც მშვიდობის დროს საქართველოში საუკუნეების მანძილზე სუფევდა. უკეთესი ცხოვრებისთვის ის ერთხელ ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში და განახორციელა „ვარდების რევოლუცია“.

მერწმუნეთ, საქართველოში რევოლუცია აღარ გამეორდება - რევოლუციის ბელადებმა თავის მრწამს უღალატეს და ქართველმა კაცმა ეს აშკარად დაინახა. ზუსტად ამ ნიშნით უნდა შევხედოთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას.

მერწმუნეთ, აქართველოში რევოლუცია აღარ გამეორდება - რევოლუციის ბელადებმა თავის მრწამს უღალატეს და ქართველმა კაცმა ეს აშკარად დაინახა. ზუსტად ამ ნიშნით უნდა შევხედოთ არსებულ პოლიტიკურ ვითარებას

თუ ჭადრაკის ტერმინოლოგიას ვიხმართ, დღეს შექმნილია ერთგვარი პატური სიტუაცია. „ქართულმა ოცნებამ“ ასე თუ ისე არჩევნები მოიგო და არჩვენების შედეგები ცნო საერთაშორისო საზოგადოებამ და გავლენიანმა ინსტიტუციებმა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ ცნობს და საპროტესტო აქციებს აანონსებს, მაგრამ ამ აქციებზე ხალხის კრიტიკული მასის მობილიზებას ვერ ახერხებს.

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცდილობენ მედიტაციას. ქართველი ოჯახები კი სახლში სხედან და ან ღვინოს მიირთმევენ ან კიდევ გულის ამაჩუყებელ ინდუღ თუ თურქულ თუ არ ვიცი კიდევ რომელ სერიალებს უყურებენ.

ასეთ ვითარებაში ჩვენ კიდევ მრავალთვიან პოლიტიკურ დაპირისპირებასა და შფოთს უნდა შევეგუოთ.

თუ ჭადრაკის ტერმინოლოგიას ვიხმართ, დღეს შექმნილია ერთგვარი პატური სიტუაცია... სეთ ვითარებაში ჩვენ კიდევ მრავალთვიან პოლიტიკურ დაპირისპირებასა და შფოთს უნდა შევეგუოთ

- დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანამ არჩევნების შედეგად შექმნილი სიტუაციის ირგვლივგამოცდაწარმატებით და მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩააბაროს, მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ ხდება და უკვე დიდი ალბათობით ვერც მოხდება.

რადგან ასეა, მოდით განვიხილოთ მოვლენათა განვითარების ყველა სავარაუდო სცენარი. ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ეცდება ოპოზიციის იმ ნაწილისაგან, ვინც მანდატების გარკვეული რაოდენობა მიიღო, შეიყვანოს პარლამენტში. გარკვეული გვარები უკვე სახელდება კიდეც.

შესაძლოა ასეც მოხდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ის, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი პარლამენტს გარეთ იქნება, ეს არც ხელისუფლებისთვის და არც ქვეყნისთვის არ იქნება კარგი, ყველა თანხმდება.

თქვენი დაკვირვებით ოპოზიციიდან ვინ შეიძლება შევიდეს პარლამენტში და რა სურათს მივიღებთ პარლამენტში იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებამ შეძლო ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შეყვანა?

- მე კი მაქვს ჩემი მოსაზრებები ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა არც პარტიები და არც გვარები დავასახელო. ამით მე შეიძლება, ერთი მხრივ, უნებლიე შეურაცხყოფა მივაყენო ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შევუშალო ჯანსაღ პროცესს.

ერთი რამ კი აშკარაა - როგორც ოკეანეს ზედაპირზე ცუნამი სიღრმული პროცესების ანარეკლია, ასევე გაჟღერებული მწირი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პოლიტიკური სპექტრის წიაღში, რასაკვირველია, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობით, აქტიური პროცესები წარიმართება.

თითქმის დარწმუნებული ვარ, და ღმერთმა არ ქნას, რომ ვცდებოდე, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება.

თითქმის დარწმუნებული ვარ, და ღმერთმა არ ქნას, რომ ვცდებოდე, რომ პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება

- მას შემდეგ რაც პარლამენტში გასული ოპოზიციონერების უმეტესობამ ბევრჯერ განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ, ალბათ ასეც იქნება.

თუ ასე მოხდა, ოპოზიციის ყველაზე ენერგიული ოპონენტები ქუჩაში აღმოჩდებიან. ხელისუფლების წარმომადგენლები იმ პარტიებსა და ლიდერებს, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, მარგინალიზაციასა და დროთა განმავლობაში ქართული პოლიტიკური სცენიდან წასვლას კი არა, „გადავარდნასდა გადავარდნისას კისრის მოტეხვასაც კი უწინასწარმეტყველებენ.

თუ ოპოზიციური ფლანგიდან პარლამენტში ბევრი და ენერგიული ოპოზიციონერი არ შევიდა, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციაში? რა გავლენას იქონიებს მათი ქუჩასა და მედიაში აქტიურობა საშინაო პოლიტიკაზე?

- მეჩვენება, რომ ეს კითხვა პირველი კითხვის განუყოფელი ნაწილია და ამაზე უკვე გიპასუხეთ. დავუმატებ მხოლოდ შემდეგს - ოპოზიციურ სპექტრში მხოლოდ ერთი რეიტინგული სუბიექტია და პარადოქსია, რომ ყველაზე უფრო აქტიურები დაბალრეიტინგული პარტიების წარმომადგენლები არიან. მათ შორის ისეთი პარტიების, რომლებმაც ერთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს.

ოპოზიციურ სპექტრში მხოლოდ ერთი რეიტინგული სუბიექტია და პარადოქსია, რომ ყველაზე უფრო აქტიურები დაბალრეიტინგული პარტიების წარმომადგენლები რიან. მათ შორის ისეთი პარტიების, რომლებმაც ერთპროცენტიანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს

მითხარით, რატომ აძლევენ ისინი თავს უფლებას ილაპარაკონ ქართული საზოგადოების სახელით? მათ უფლება აქვთ მხოლოდ თავისი ამომრჩევლის სახელით ილაპარაკონ.

მეორე საკითხია ოპოზიციური პარტიების კოალიციის მდგრადობა. თუმცა, ამაზე საუბარი არ მინდა, გამგები გაიგებს.

- ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს - „წავა თუ არ წავა ხელისუფლება დათმობაზე, რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მაინც მოუწევს.“

მისივე თქმით, გამოსავალი შეიძლება იყოს პოლიტიკური შეთანხმება იმაზე, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ცვლილებები შევა საარჩევნო კოდექსში და ერთი წლის ვადაში ჩატარდება რიგგარეშე არჩევნები.

რამდენად დიდია მოვლენათა იმ სცენარით განვითარების ალბათობა, რაზეც ბატონი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს? და კიდევ, თქვენი აზრით, შექმნილი ვითარებიდან სხვა ოპტიმალური გამოსავალი სავარაუდოდ რა, ან როგორი შეიძლება იყოს?

- ძალიან კარგად მესმის ბატონი ვახტანგის პათოსი, მაგრამ მოდით, ამ პრობლემას ოდნავ სხვა თვალით შევხედოთ. ამასთან დავძენ, რომ პოლიტიკოსებს უყვართ ლოტოს კოჭივით სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების სხოლა, მაგრამ მათ აღსრულებაზე, როგორც წესი, თავი არ ტკივათ.

თუ არ მეშლება, ეს არჩევნები სახელმწიფო ბიუჯეტს 56 მილიონი დაუჯდა. ახალი არჩევნები კი კიდევ უფრო ძვირი იქნება. აქვს კი საქართველოს იმის ფუფუნება, რომ პანდემიით გამოწვეული რეცესიის ფონზე ეს ფული დახარჯოს?

ეს ხომ სოციალური დახმარებებიდან მოწყვეტილი ფულია, ნაკლები ლტოლვილი მიიღებს ბინას, შემცირდება სოციალური ბენეფიცარების რიცხვი და სხვა. ამაზე ვინმეს უფიქრია? თუ ჩვენი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ რაც უარესია, უკეთესია?

მე რომ დამარცხებული პარტიის ლიდერი ვიყო, ფსონს 2024 წლის არჩევნებზე დავდებდი და ამისთვის პარლამენტში 4 წლის განმავლობაში დაუღალავად ვიმეცადინებდი. მაგრამ ეს არავის აწყობს, შედეგი უნდა დაიდოს ეხლა და აქ.

მე რომ დამარცხებული პარტიის ლიდერი ვიყო, ფსონს 2024 წლის არჩევნებზე დავდებდი და ამისთვის პარლამენტში 4 წლის განმავლობაში დაუღალავად ვიმეცადინებდი. მაგრამ ეს არავის აწყობს, შედეგი უნდა დაიდოს ეხლა და აქ

ამიტომაც მრავალი შეთავაზების მიუხედავად, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობაზე ყოველთვის უარს ვაცხადებდი.

- აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებები დასრულდა. ბაქოში ზეიმობენ, ერევანში კი საპროტესტო აქციები იმართება პრემიერ ფაშინიანის წინააღმდეგ.

მომხდარზე შინ და გარეთ ყველა იმაზე საუბრობს, რომ მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ანკარასათან და მოსკოვთან შეთანხმებით შეძლო ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება, დაითანხმა მოსკოვი იმაზე, რომ ყარაბაღს აზერბაიჯანის სახელმწიფოში რაიონული ერთეულის გარდა, არანაირი სხვა სტატუსი არ ექნება, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე არსებობს სახმელეთო კავშირი, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი მშვიდობისმყოფელების გარდა, იქნებიან თურქი სამხედროებიც, ვითარება სამხეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად შეიცვლება.

ზოგი ამბობს, რომ სამხრეთ კავკასაიში ვითარება თურქეთის სასარგებლოდაა შეცვლილილი, ზოგი კიდევ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთმა გაიმყარა პოზიციები აზერბაიჯანში.

რა ტიპის ცვლილებებია მოსალოდნელი სამხეთ კავკასიაში მას შემდეგ რაც უკვე მოხდა? უფრო სწორად დასრულდება მოსკოვს, ბაქოსა და ერევანს შორის ხელმოწერლი შეთანხმების შესრულება?

- როგორ გიყვართ ურთულესი კითხვების დასმა. ვშიშობ, რომ მოკლედ ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რაზეც წინასწარ გიხდით ბოდიშს. დავიწყოთ იმით, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი არ დასრულებულა, ომში წუთშესვენება გამოცხადდა. ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა სტეპანაკერტში აზერბაიჯანული ბაირაღი აღიმართება.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომი არ დასრულებულა, ომში წუთშესვენება გამოცხადდა. ომი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა სტეპანაკერტში აზერბაიჯანული ბაირაღი აღიმართება

მაშინ მართებულია შემდეგი კითხვა - რატომ დათანხმდა პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ასეთ, ვიტყოდი მეტასტაბილურ, სიტუაციას?

ვფიქრობ, მას ამისთვის მრავალი მიზეზი გააჩნდა. პირველი, აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ აზერბაიჯანს ომი წამოეწყო რუსეთთან შეთანხმების გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ ვიცით ასეთი შეთანხმების არსი, მაგრამ ცდებიან ისინი, ვინც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერებას წინასწარმეტყველებს.

პირიქით, როგორც რუსი, ასევე ევროპელი სერიოზული ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთი რეგიონში თავის გავლენას შეუქცევადად კარგავს. ისინიც ცდებიან, ვინც თვლის, რომ რუსეთმა ფაშიანი პროდასავლური პოლიტიკისთვის დასაჯა.

აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ აზერბაიჯანს ომი წამოეწყო რუსეთთან შეთანხმების გარეშე. რასაკვირველია, ჩვენ არ ვიცით ასეთი შეთანხმების არსი, მაგრამ ცდებიან ისინი, ვინც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გაძლიერებას წინასწარმეტყველებს... ისინიც ცდებიან, ვინც თვლის, რომ რუსეთმა ფაშიანი პროდასავლური პოლიტიკისთვის დასაჯა

რამდენიმე თვის წინ აშშ-ში გამოვაქვეყნე დიდი ნაშრომი, სადაც, სხვათა შორის, აღვნიშნე, რომ სომხეთი რუსეთის მძევალია და მისი მომავალი მთლიანად პრეზიდენტ პუტინის კეთილ ნებას ეფუძნება.

იმასაც ვწერდი, რომ რუსეთის პოლიტიკა მთიან ყარაბახში არამდგრადია. მეჩვენება, რომ უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ მთიანი ყარაბახის სუვერენიტეტი დაიცვას.

მეორე. რუსეთის გავლენის დაკნინება ავტომატურად თურქეთის გააქტიურებას უწყობს ხელს. თურქულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ეფუძნება პრინციპს „ერთი ერი - ორი სახელმწიფო“ და ერდოღანისთვის აზერბაიჯანის დახმარება საკუთარი ერის გაძლიერების ტოლფასია.

მესამე. თუ აზერბაიჯანი სტეპანაკერტს აიღებდა, ამას სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის დაბომბვა მოყვებოდა. აზერბაიჯანიც უპასუხებდა, ეს კი ავტომატურად რუსეთის სამხედრო ძალის კონფლიქტში ჩართვას გამოიწვევდა.

არსებულ ვითარებაში კი სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიის დაბომბვისგან, იმედია, თავს შეიკავებს, რათა სტეპანაკერტში თანამემამულეთა უსაფრთხოება ეჭვ ქვეშ არ დააყენოს.

მეოთხე. არდასრულებული ომი პრეზიდენტ ალიევისთვის სახარბიელო პატრიოტულ სოციალურ ფონს ქმნის და მას მრავალი წლის განმავლობაში ოპოზიციის შიში არ უნდა ქონდეს.

ეხლა, თქვენ მართალი ბრძანდეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკურ-სოციალური ვითარება, საკითხავი ისაა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

რასაკვირველია, აზერბაიჯანს ექნება რეგიონის ლიდერის ამბიცია, მაგრამ გეოპოლიტიკური რეალობებიდან გამომდენარე, არც მას და არც თურქეთს ამის გაკეთება საქართველოს როლის გაძლიერების გარეშე არ შეუძლია.

იქმნება პარადოქსული სიტუაცია - ჩვენი თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრები-მეტოქეები თავად იზრუნებენ საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებაზე. ამის აშკარა დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს ხვეწნა დაჭირდა, რათა საქართველოს რუსი „სამშვიდობოებისთვის“ თავისი საჰაერო სივრცე გაეხსნა.

იქმნება პარადოქსული სიტუაცია - ჩვენი თურქი და აზერბაიჯანელი მეგობრები-მეტოქეები თავად იზრუნებენ საქართველოს გეოპოლიტიკური როლის გაძლიერებაზე

კიდევ კარგი, რომ ჩვენ მთავრობას, აბსოლუტურად წინდაუხედავი კრიტიკის ფონზე, ამ ნაბიჯის გადასადგმელად პოლიტიკური სიბრძნე ეყო. მერწმუნეთ, ასეთი მაგალითები კიდევ ბევრი იქნება და მათსა და სხვა შესაძლებლობებზე სხვა დროს ვილაპარაკოთ.

ეხლა კი ერთ გარემოებას გავუსვამ ხაზს. ისევე, როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება საბაბი გახდა, რათა რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებინა, მთიანი ყარაბახის პრეცენდენტი ყვითელი ბარათია არაღიარებული რესპუბლიკებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იქ შიში და დაუცველობის სინდრომი ბუდობს. შემთხვედვითი ხომ არ არის პუტინ-ბჟანიას სამსაათიანი შეხვედრა მთიანი ყარაბახის ხელშეკრილების ხელმოწერიდან მესამე დღეს.

ისევე, როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადება საბაბი გახდა, რათა რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებინა, მთიანი ყარაბახის პრეცენდენტი ყვითელი ბარათია არაღიარებული რესპუბლიკებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იქ შიში და დაუცველობის სინდრომი ბუდობს. შემთხვედვითი ხომ არ არის პუტინ-ბჟანიას სამსაათიანი შეხვედრა მთიანი ყარაბახის ხელშეკრილების ხელმოწერიდან მესამე დღეს

როგორ უპასუხებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, სხვა საკითხია. მერწმუნეთ, მომენტი გამოყენებულ უნდა იქნას და შიდა კონფრონტაცია საქართველოს სტრატეგიული ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა.

- დამკვირვებელთა უმეტესობა საუბრობს იმაზე, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ პროცესებში თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობამ საგრძნობლად გაზარდა საქართველოს საფრთხეები.

თქვენი დაკვირვებით სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებულმა თუ ჩამოყალიბების სტადიაში მყოფმა ახალმა რეალობამ რა საფრთხეების წინაშე დააყენა საქართველო?

- კიდევ კარგი, რომ სიტყვა „დამკვირვებელი“ და არა „ექსპერტი“ იხმარეთ. ნილს ბორმა თქვა, რომ ექსპერტი ადამიანია, რომელიც ძალიან ვიწრო დარგში უამრავ შეცდომას უშვებს. სერიოზულად კი, დაკვირვება კარგია, მაგრამ დაკვირვებიდან სწორი დასკვნა უნდა გააკეთო.

მე მიამიტურად სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ რეალობებში საფრთხეებს ვერ ვხედავ. ლომის მომთვინიერებელს თაგვის არ უნდა შეეშინდეს. პირიქით, როგორც გითხარით, შექმნილი ვითარება უამრავ პერსპექტივას ბადებს. როგორ გამოვიყენებთ შესაძლებლობებს ქვეყნის სასიკეთოდ, მომავალი გვიჩვენებს.

სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ რეალობებში საფრთხეებს ვერ ვხედავ. ლომის მომთვინიერებელს თაგვის არ უნდა შეეშინდეს. პირიქით, როგორც გითხარით, შექმნილი ვითარება უამრავ პერსპექტივას ბადებს. როგორ გამოვიყენებთ შესაძლებლობებს ქვეყნის სასიკეთოდ, მომავალი გვიჩვენებს

სხვათა შორის, გამოვდივარ ინიციატივით პრემიერ მინისტრთან შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო მრავალი დარგის სპეციალისტების მონაწილეობით. თუ საბჭო სწორი პიროვნებებით დაკომპლექტდა, იგი განსაზღვრავს გამოწვევებს და მათ შესარბილებლად რეკომენდაციებს შეიმუშავებს. არ შეიძლება პოლიტიკა ცუგცვანგის ტექნოლოგიით აწარმოო.

- რამოდენიმე დღეში თბილისს აშშ- სახელმწიფო მდივანი პომპეო ესტუმრება. ამ ვიზიტის სავარაუდო მიზეზებზე ბევრი ითქვა, ზოგი მართებულად, ზოგიც აშკარად გადაჭარბებულადაც კი. როგორია თქვენი მოლოდინები პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით?

- ბატონი პომპეო პირდაპირ ვაშინგტონიდან თბილისში არ მოფრინავს. მას დიდი ევროპული და ახლო აღმოსავლური ტურნე აქვს დაგეგმილი. ჩემი აზრით, მისი მისიის ძირითადი პათოსი მარტივი სლოგანია -პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ ცოცხალია. მაგრამ ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი თბილისშიც შემოიფრენს, იმის ნიშანია, რომ საქართველო აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორია. არა მგონია, რომ საუბრები ზოგად თემებს გაცდეს.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო მდივანი თბილისშიც შემოიფრენს, იმის ნიშანია, რომ საქართველო აშშ- სტრატეგიული პარტნიორია. არა მგონია, რომ საუბრები ზოგად თემებს გაცდეს

- აშშ- მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ ეგუება და დიდ შტატებში მის წაგებას სასამართლოში ასაჩივრებს. საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო მისი მხარდამჭერების აქცია ვაშინგტონში.

რადგან დამკვირვებელთა უმეტესობის აზრით, აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ალბათ ახლა უფრო უპრიანი იქნება იმაზე მსჯელობა, რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობის პირობებში.

რა კორექტივებს შეიტანს აშშ- საგარეო პოლიტიკაში დემოკრატ ბაიდენის გაპრეზიდენტება და სავარაუდოდ რა დამოკიდებულება ექნება აშშ- პრეზიდენტს სამხეთ კავკასიის რეგიონისა და ამავე რეგიონში არსებული პრობლემების მიმართ?

- ჯო ბაიდენი კარგად იცნობს საქართველოს, მაგრამ არა მგონია, რომ იგი უკვე 21 იანვარს საქართველოს დოსიეს საწერ მაგიდაზე დაიდებს. მას ძალიან ბევრი პრობლემა აქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი.

საქართველოს მიმართ ბაიდენის პოლიტიკის პირველ ნიშნებს ჩვენ, ალბათ, 2021 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ. ზოგადად კი, დემოკრატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაცილებით უფრო ხისტია, ვიდრე რესპუბლიკელების მიდგომა.

საქართველოს მიმართ ბაიდენის პოლიტიკის პირველ ნიშნებს ჩვენ, ალბათ, 2021 წლის ზაფხულის დასაწყისისთვის უნდა ველოდოთ. ზოგადად კი, დემოკრატების პოლიტიკა რუსეთის მიმართ გაცილებით უფრო ხისტია, ვიდრე რესპუბლიკელების მიდგომა

თუ პრეზიდენტმა ბაიდენმა ეს პოლიტიკა გააგრძელა, მაშინ ჩვენ დასაბუთებულად უნდა ველოდოთ საქართველოს კიდევ უფრო აქტიურ მხარდაჭერას. არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სერიოზულად განიზრახოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორც თურქეთის შესუსტებული გავლენის დამაბალანსებელი ქმედება.

არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა სერიოზულად განიზრახოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, როგორც თურქეთის შესუსტებული გავლენის დამაბალანსებელი ქმედება

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა