ბექა დავითულიანი - ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია

ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა ბექა დავითულიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, დაიწყო თუ არა მმართველმა გუნდმა ფიქრი მთავრობის ფორმირებაზე? დავითულიანმა განაცხადა:

„ჯერჯერობით მეორე ტური გვაქვს წინ. ამას დავასრულებთ და მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება მომავალში. ცალსახად ნათქვამი გვაქვს, რომ მთავრობის მეთაური იქნება გიორგი გახარია. შესაბამისად, მეორე ტურის მერე ვისაუბრებთ მთავრობის ფორმირებაზე",- განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, „ქართულ ოცნებაში“ თეა წულუკიანის შესაძლო გაპრემიერების საკითხი იხილება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, წულუკიანის კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი - წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ