ზაალ უდუმაშვილი - ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიცია 21 ნოემბერს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე აქციას გეგმავს.

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების შეხვედრაზე, რომელიც დღეს გაიმართება, ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის არსებული მოლაპარაკებები იქნება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მიმდინარეობს.

„ბუნებრივია ოპოზიცია არ იღებს მონაწილეობას მეორე ტურში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და მართლაც სირცხვილია, ამ ქვეყანაში იმ ფონზე, რა არჩევნებიც ჩატარდა, მეორე ტური გაიმართოს. რაც შეეხება კონსულტაციას, ბუნებრივია ჩვენ ვიმსჯელებთ იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაბამისად, ერთ-ერთი მთავარი თემა ეს მოლაპარაკება იქნება“,-განაცხადა უდუმაშვილმა.

ამასთან, უდუმაშვილი დასძენს რომ 18 ნოემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტისას, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მთავარ მესიჯებში გამახვილებული იქნება ყურადღება „იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რაც ქვეყანაშია“.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს ოპოზიცია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად მდუმარე აქციას გამართავს.

მაიკ პომპეოს ვიზიტი საქართველოში 17-18 ნოემბერს არის დაგეგმილი.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო