საქალაქო სასამართლოში არჩევნებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის” საჩივრის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობის და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით, „ლეიბორისტული პარტიის” მიერ წარმოდგენილი საჩივრის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ განაცხადა, არ აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ სასამართლო მათ საჩივარს დააკმაყოფილებს, თუმცა აპირებენ, რომ ყველა სამართლებრივ საფეხურს მიმართონ.

„აღნიშნული სარჩელით ჩვენ მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის როგორც პროპორციული ასევე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას და ხმების ხელახლა გადათვლას. ჩვენ გავასაჩივრეთ როგორც საარჩევნო უბნების, ასევე ოლქების შედეგები, თუმცა არსად არ მოხდა ხმების გადათვლა. სწორედ ასეთი უბნებიდან შეაჯამა და დადო ოქმი ცესკომ.

პოზიტიური მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ვუპასუხოთ მმართველ გუნდს, რადგან სულ აპელირებენ, რომ მხოლოდ ქუჩის აქციებით გვინდა რაიმე შედეგს მივაღწიოთ. ამიტომ, ყველა სამართლებრივ მექანიზმს ამოვწურავთ”, - აღნიშნა მარიამ ცუცქირიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, წარმოდგენილი აქვთ ვიდეო და აუდიომასალა, როგორ ხდებოდა თანხების დარიგება და საჭიროების შემთხვევაში ამ ყველაფერს ადამიანის უფლებათა სასამართლოშიც გადააგზავნიან.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა