"სილქ როუდ ჯგუფი" განცხადებას ავრცელებს

15 ნოემბერს, ტელეკომპანია "პირველის" საინფორმაციო გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა "სილქ როუდ ჯგუფის" კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას და მისი განვითარების გეგმებს. სამწუხაროდ, სიუჟეტი არ გამოირჩეოდა ობიექტური მიდგომით და სათანადოდ არ გააშუქა არც პროექტის ისტორია და არსებული რეალობა და არც კომპანიის პოზიცია. აღნიშნული სიუჟეტის შედეგად შესაძლოა საზოგადოების ნაწილმა არასწორად გაიგოს დაგეგმილი პროექტის მნიშვნელობა და ამ ადგილთან მიმართებაში კომპანიის სამომავლო გეგმები.

საქანელას ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტი უპრეცედენტოა ჩვენი ქალაქისთვის პირველ რიგში დაპროექტების სტადიაში გამოჩენილი ფრთხილი და მაღალპროფესიული მიდგომით. მისი სახით თბილისი მიიღებს სილამაზით და ფუნქციონალურობით გამორჩეულ კიდევ ერთ გაცოცხლებულ ადგილს, რომელიც დააკავშირებს რუსთაველის გამზირს და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. პროექტის უნიკალურ არქიტექტურაზე იმუშავა მსოფლიოს საუკეთესო არქიტექტორთა ჯგუფმა, გერმანულმა არქიტექტურულმა კომპანია "გრაფტმა". პროექტის ფარგლებში, აღდგება და გადარჩება დიდი ქართველის, მიხეილ ჯავახიშვილის, სახლ-მუზეუმი, რომელიც ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია, მთლიანად ეს შენობა ნგრევის საფრთხის წინაშე დგას.

მოვუწოდებთ მედიას ასეთი სენსიტიური თემების გაშუქების დროს აუცილებლად გამოიჩინონ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, რათა მაყურებელს მიაწოდონ დაბალანსებული და სწორი, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე დეტალურ ინფორმაციას ამ ადგილის ისტორიის, რეკონსტრუქციის გეგმების და მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლოეს დღეებში მივაწვდით.

(R)

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა