სერგი კაპანაძე კახა კალაძის განცხადებაზე - მორიგი სიგიჟეა, „სირცხვილის კორიდორის“ ჩატარების უფლება ნებისმიერ ადამიანს აქვს

ბოდვაა, არ არსებობს მსგავსი მუხლი, მორიგი სიგიჟეა. „სირცხვილის კორიდორის“ ჩატარების უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას, რომელიც „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობის შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივ რეაგირებას ეხებოდა.

კაპანაძის თქმით, „ევროპული საქართველო“ „სირცხვილის კორიდორის“ ინიციატივას ემიჯნება და აღნიშნავს, რომ ეს არ იქნება სწორი.

„ჩვენ გვგონია, რომ ეს არასწორია. არასწორი ამოცანაა, არასწორი ობიექტია. ობიექტი არ უნდა იყოს ამომრჩეველი, შეიძლება გულწრფელად მიდის ეს ხალხი იქ, რა შუაშია. ობიექტია ის, ვინც აყალბებს არჩევნებს. მათ შეგვიძლია მოვუწყოთ მშვიდობიანი მანიფესტაცია ბევრი ფორმით, იქნება ეს ცესკო-ში თუ პარლამენტთან. ისინი არიან გამყალბებლები, ისინი არიან დამნაშავეები. თუ მაინც გადაწყვეტენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, რომ ეს გააკეთონ, მათი პრობლემა იქნება, ჩვენი -არა“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი დამაზიანებელი იქნება იმ პარტიებისთვისაც, რომლებიც „სირცხვილის კორიდორში“ მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა მთელი ეს პერიოდი, რომ ყველა არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა არის სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არ არის და ყველამ იცის ეს. ისინი შეეცდებიან, რომ თუკი ვინმე რამეს მათთვის არამოსაწონს გააკეთებს, მერე ეს დააბრალონ მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა კაპანაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

კალაძის თქმითვე, თუ 21 ნოემბერს ასეთი ფაქტები დაფიქსირდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან რეაგირება მოჰყვება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა