დავით ზალკალიანი - ვიმედოვნებ, რომ ისტორიული ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქართველოში. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული ვიზიტი აშშ-საქართველოს უკვე კარგად დამკვიდრებულ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ ნიშნულზე აიყვანს და ჩვენი ქვეყნებისთვის ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს", - წერს საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უკვე საქართველოშია. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს