აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიბერუსაფრთხოებისა ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი კრის კრებსი თანამდებობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ კრებსმა გაავრცელა არასწორი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები დაცული იყო.
შეგახსენებთ, აშშ-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 3 ნოემბრის არჩევნები ყველაზე დაცული არჩევნები იყო ამერიკის ისტორიაში.
„მიუხედავად იმისა, ვიცით არსებობს მრავალი უსაფუძვლო პრეტენზია და დეზინფორმაცია არჩევნების პროცესთან დაკავშირებით, ჩვენ შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმალურად დარწმუნებულები ვართ ამ არჩევნების უსაფრთხოებასა და პატიოსნებაში და ამაში თქვენც დარწმუნებულები უნდა იყოთ,“ - ნათქვამია განცხადებაში.
Reuters-ს ინფორმაციით, ამ განცხადების გავრცელების შემდეგ კრისტოფერ კრებსმა განაცხადა, რომ ის შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციამ თანამდებობიდან გაათავისუფლოს.