რუსთაველის გამზირზე, სადაც ოპოზიციური პარტიების აქცია მიმდინარეობდა საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ადგილზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა. აქცია დღეს 11:00 საათზე დაიწყო. ფილარმონიიდან ოპერისა და ბალეტის თეატრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და ლიდერები არჩევნების გაყალბებას მდუმარე აქციის საშუალებით აპროტესტებენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"