ფინანსთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით.

,,საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ორივე ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ფინანსთა მინისტრი ავსტრიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავსტრიის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, საქართველოში თომას მიულმანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებული მდგომარეობა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ამჟამად არსებული ფინანსური რესურსები, მათ შორის, დონორების მიერ გამოყოფილი თანხების მობილიზების საკითხები. ივანე მაჭავარიანმა სტუმარს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ავსტრია მრავალი წლის განმავლობაში უწევს საქართველოს ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, განათლებისა და კულტურის ხელშეწყობის მიმართულებით.

,,საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილია შეთანხმებები, რომელიც მოიცავს თანამშრომლობას ეკონომიკის, საჰაერო ტრანსპორტის, ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის, შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების და სხვა სფეროებში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, დინამიურად ვითარდება ქართულ-ავსტრიული ეკონომიკური თანამშრომლობა და იზრდება ავსტრიული კომპანიების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალით. თავის მხრივ, ავსტრიის ელჩმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთან პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ავსტრია მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების მხარდაჭერას. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ორივე ქვეყანა შეძლებს კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია